სასერტიფიკატო პროგრამა ჰოსპიტალურ მენეჯმენტში
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სასერტიფიკატო პროგრამა ჰოსპიტალურ მენეჯმენტში
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 9 ნოე / განახლდა: 14 ნოე / ბოლო ვადა: 26 ნოე
კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი (CUTC) და კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის და ჯანდაცვის სკოლა (CHS) გთავაზობთ
სასერტიფიკატო პროგრამას ჰოსპიტალურ მენეჯმენტში.

რატომ ჩვენი ტრენინგ-პროგრამა?

პროგრამა შედგენილია ჯანდაცვის ბაზრის სპეციფიურობის, კანონმდებლობისა და ტენდენციების გათვალისწინებით, რომელიც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

პროგრამა დაეხმარება მსმენელებს გაიღრმავონ ცოდნა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სამედიცინო ბიზნესის პრინციპები, ოპერაციული, ფინანსური და ადამიანური რესურსების მენეჯმენტი, საინფორმაციო სისტემები, კომუნიკაცია, სამართლებრივი და ეთიკური ასპექტები ჯანდაცვაში.

ამ პროგრამის გავლა ხელს შეუწყობს მსმენელს კარიერულ და პროფესიულ განვითარებაში. მსმენელი შეიძენს ჯანდაცვის სისტემების ადმინისტრატორის მენეჯერულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, მიიღებს უახლეს ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ, შეძლებს პრაქტიკაში გამოიყენოს თეორიული ცოდნა და დასახოს თავისი, როგორც ჯანდაცვის ადმინისტრატორის განვითარების გზები.

პროგრამა ითვალისწინებს კურსის ბოლოს მონაწილეების შეფასებას. დადებითი შეფასების შემთხვევაში, მსმენელები მიიღებენ კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლისა და კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის ერთობლივ სერტიფიკატს.

თითოეულ მოდულს კითხულობენ კავკასიის უნივერისტეტის პროფესორები, სფეროს მოწვეული წამყვანი სპეციალისტები.

ტრენინგ-პროგრამა შედგება შემდეგი მოდულებისგან:

** ჯანმრთელობის ზოგადი კონცეფცია/ჯანდაცვის მენეჯმენტის მნიშვნელობა
** ჯანდაცვის ეკონომიკა
** ფინანსური აღრიცხვის საფუძვლები
** მენეჯერული აღრიცხვის საფუძვლები
** ოპერაციული მენეჯმენტი
** მარკეტინგ მენეჯმენტი
** ბიონარჩენების მენეჯმენტი
** ორგანიზაციული ქცევა, HR მენეჯმენტი სამედიცინო დაწესებულებებში
** სამედიცინო დაწესებულებების დაგეგმარება და სტანდარტები
** საავადმყოფოს სერვისების მართვა
** პირველადი ჯანდაცვის თავისებურებები
** სადაზღვევო სისტემის ფუნქციონირების პრინციპები/საქართველოს სადაზღვევო სისტემის თავისებურებანი
** ხარისხის შეფასების სისტემა, მეთოდები ინდიკატორები
** სამართლებრივი ასპექტები და რეგულაციები ჯანდაცვის სიტემაში
** კომუნიკაცია, PR, ურთიერთობა პრესასთან
** საინფორმაციო სისტემები ჯანდაცვის სისტემაში

პროგრამის განრიგი:

პროგრამის დასაწყისი - 19 ნოემბერი
პროგრამის ხანგრძლივობა - 5 კვირა (კვირაში 4-ჯერ)
ლექციების დაწყების დრო - 19.00 საათი

ტრენინგის საფასური და რეგისტრაცია:

ტრენინგის ღირებულება: 950 ლარი
გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია

ტრენინგის ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს, ტრენინგის დაწყებამდე მინიმუმ 5 დღით ადრე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

თამარ გოგალაძე
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 555503350
ტელ.: 2377777 (173)
e-mail.: tgogaladze@cu.edu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე