ექსპრეს კურსი ბიზნეს ქოუჩინგში
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ექსპრეს კურსი ბიზნეს ქოუჩინგში
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 28 ნოე
"კავკკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი" (CUTC) და კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB) გთავაზობთ ექსპრესს კურსს: "ბიზნეს ქოუჩინგი".

ექსპრეს კურსის მიზანია მსმენელებს მისცეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ქოუჩინგ ტექნოლოგიების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მათ დაეუფლონ მართვის უახლეს მიდგომებს და უზრუნველყონ ბიზნესის განვითარების ეფექტიანობა გრძელვადიან პერსპექტივაში.

ექსპრესს კურსის აღწერა:

კურსი განკუთვნილია მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის (ბიზნესის მფლობელები, ტოპ მენეჯერები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები) და დაფუძნებულია ინტერაქტიულ სწავლებაზე. მსმენელები შეისწავლიან ბიზნეს ქოუჩინგის პრინციპებსა და ტექნიკებს, რის შედეგადაც შეძლებენ უზრუნველყონ:

** ბიზნესის სტრუქტურული და სტრატეგიული განვითარება
** მოტივირებული და შედეგებზე ორიენტირებული გუნდის შექმნა
** სწორი გადაწყვეტილებების მიღება ყველაზე რთულ სიტუაციებში
** რესურსების და პოტენციალის მაქსიმალური აქტივაცია
** მენეჯერული და პიროვნული უნარების განვითარება

თითოეული თემის შესწავლისას გამოიყენება დემო სესიების ფორმატი, ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა, როგორც კურსის მსვლელობის დროს, ასევე მის ფარგლებს გარეთ აქტივობების სახით. მონაწილეები ასევე მოახდენენ რეალურ ქეისებზე მუშობას, საკუთარი კომპანიებიდან გამომდინარე.

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) და კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) ერთობლივ სერტიფიკატს.

კურსის თემატიკა:

** ქოუჩინგის არსი და ძირითადი პრინციპები
** მოტივაცია და ეფექტიანი გუნდის შექმნა
** ღირებულებების და რესურსუბის ქოუჩინგი
** ფსიქო ტექნოლოგიები მართვასა და კომუნიკაციაში
** სწორი გადაწყვეტილებების ქოუჩ ტექნოლოგიები
** ბიზნეს განვითარების ხედვა და მიზნების დასახვა
** სტრატეგიული ბიზნეს ქოუჩინგი და ცვლილებების დანერგვა
** პროექტირება, შედეგების გაზომვა და უკუკავშირი
** პიროვნული განვითარება ბიზნეს განვითარებისთვის

ტრენერი თამარ ყაჭაშვილი - კურსის ავტორი, ICF(International Coach Federation) და ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის (კანადა) სერტიფიცირებული პროფესიონალი ქოუჩი -PCC, PhD კანდიდატი, ეკონომიკური გეოგრაფიის მაგისტრი(თსუ), კომპანია "კავკასიის გენეტიკა"-ს და რამდენიმე სხვა ბიზნესის დამფუძნებელი და დირექტორი, საქართველოს ქოუჩინგთა ასოციაციის და ბიზნეს ასოციაცია "Women for Tomorrow"-ს თანადამფუძნებელი და ბორდის წევრი. მიწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში.

კურსის განრიგი:

** დაწყების თარიღი: 28 ნოემბერი
** კურსის ხანგრძლივობა: 6 კვირა
** კურსის პერიოდულობა: ოთხშაბათი, პარასკევი
** ჩატარების დრო: 19:00 -22:00 სთ

კურსის საფასური და რეგისტრაცია:

** კურსის ღირებულება: 550 ლარი
** გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია
** კურსის ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს, მის დაწყებამდე მინიმუმ 5 დღით ადრე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

თამარ გოგალაძე
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 555503350
ტელ.: 2377777 (173)
e-mail.: tgogaladze@cu.edu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე