ტრენინგი - მენეჯერული აღრიცხვა
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგი - მენეჯერული აღრიცხვა
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 28 ნოე
"კავკასიის ბიზნესის სკოლა" (CSB) და "კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი" (CUTC) გთავაზობთ მენეჯერული აღრიცხვის ტრენინგს,

მენეჯერული აღრიცხვა არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც აძლიერებს კომპანიის შესაძლებლობებს მიიღოს სწორი და ფინანსურად გამართლებული გადაწყვეტილებები. ეს კურსი მიმოიხილავს მეთოდებს, რომელიც ზომავს და აანალიზებს ხარჯებს, პროდუქტების მომგებიანობას და სხვა ისეთ საკითხებს, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მომგებიანობის გაზრდას. მენეჯერული აღრიცხვის მთავარი მიზანია მიაწოდოს სასარგებლო ფინანსური ინფორმაცია შიდა მომხმარებლებს, რომ გააუმჯობესონ მენეჯერული გადაწყვეტილების მიღების პროცესი და მისი კონტროლი.

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს "კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის" (CSB) და ტრენინგ ცენტრის (CUTC) ერთობლივ სერთიფიკატს.

თემატიკა:

** მენეჯერული აღრიცხვის არსი და მიზანი;
** დანახარჯების ტიპები და ქცევა;
** მასალის ხარჯები;
** შრომითი დანახარჯები;
** ზედნადები ხარჯები;
** დანახარჯები-მოცულობა-მოგების (cvp) ანალიზი;
** რელევანტური დანახარჯები;
** ბიუჯეტირება;
** გადახრების ანალიზი.

ტრენინგის განრიგი:

** ტრენინგის დასაწყისი: 28 ნოემბერი
** ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 კვირა

საფასური და რეგისტრაცია:

** ტრენინგის ღირებულება: 430 ლარი
** ერთი კომპანიიდან 3 ან მეტი წარმომადგენლის დასწრების შემთხევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
** ტრენინგის ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს მის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 კალენდარული დღით ადრე
** გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია

საკონტაქტო ინფორმაცია:

თამარ გოგალაძე
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 555503350
ტელ.: 2377777 (173)
e-mail.: tgogaladze@cu.edu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე