ზოგადი ინგლისური ენის ინტენსიური კურსი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ზოგადი ინგლისური ენის ინტენსიური კურსი
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 20 ნოე
"კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი" აცხადებს მიღებას ზოგადი ინგლისური ენის ინტენსიური კურსზე.

ტრენინგის მიზანი

მოცემული სასწავლო პროგრამა მოიცავს ორ საწყის საფეხურს A1 + A2 და წარმოადგენს ინგლისური ენის ინტენსიურ, პრაქტიკულ კურსს დამწყებთათვის და მათთვის ვისაც სურს ამ დონეების განმტკიცება. იგი ემსახურება პრაქტიკული თუ თეორიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას და ქმნის საფუძველს რიგი კომპეტენციების შესაძენად, რომლებიც ორიენტირებულია ზოგადი და პროფესიული აქტივობისათვის საჭირო სპეციფიურ მოთხოვნებზე.

კურსის მიზანია შეასწავლოს:

** თანამედროვე ინგლისური ენა რეალური, ყოველდღიური ურთიერთობის მაგალითზე
** ლექსიკური და გრამატიკული ერთეულები, რომლებიც გამოიყენება ყოველდღიურ, ყოფით რეალობაში (სამსახურში, უნივერსიტეტში, სკოლაში და ა. შ.)
** ინგლისურ ენაზე დამოუკიდებლად მუშაობა და კომუნიკაცია
** ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება
** გაბმული მეტყველებიდან აზრის გამოტანა
** საკუთარი აზრის არგუმენტირებულად გადმოცემა (როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით)
** წერა და საუბარი მარტივი წინადადებებითა და ლექსიკით

ხელი შეუწყოს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ხერხებისა და მეთოდების დაუფლებას, რათა სტუდენტმა შეძლოს:

** ლექსიკონის დახმარებით გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე დაწერილი მცირე ზომის ტექსტი
** ნაცნობ თემაზე დაწერილი ტექსტიდან დასკვნის გაკეთება (მცდარი და ჭეშმარიტი დებულებების შესახებ)
** უცხოელის მეტყველების დედააზრის გაგება (როდესაც ეს უკანასკნელი მეტყველებს ნელა და გასაგებად) და საკუთარი აზრის ჩამოყალიბება
** მცირე ზომის პრეზენტაციების გაკეთება ნაცნობი ლექსიკური და გრამატიკული ერთეულების გამოყენებით, რითაც ეუფლება აუდიტორიის წინაშე ინგლიურად ლაპარაკის ხელოვნებას

ტრენერი: მარიამ გაბისონია - კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

ტრენინგის თემატიკა:

ლექსიკური ნაწილი:

** ადამიანების გაცნობა; ოჯახური ურთიერთობები; ცხოვრებისეული მოვლენები; გართობა და თავისუფალი დრო; ჰობი და სპორტი; ჯანმრთელობა; სახლი; საკვები; მოდა; ცხოველები; ყოვედღიური საქმიანობა; სამსახური; ტრანსპორტი; სხეულის ნაწილები; საზომი ერთეულები; გეოგრაფიული სახელწოდებები; ქვეყნები და ეროვნებები; ადგილები ქალაქში; ხელოვნება და დიზაინი; ისტორია და მეცნიერება
** ანბანი; რიცხვები; დროის ცნობა; სიტყვათშეთანხმებები ზმნისა და არსებითი სახელის კომბინაციით / ზედსართავი სახელისა და წიდებულის კომბინაციით; მოქმედების გამომხატველი ზმნები; ბრძანებითი კილო; პუნქტუაცია; სუფიქსი; ფრაზული ზმნები და ა. შ.

გრამატიკული ნაწილი:

კუთვნილებითი ბრუნვა; კუთვნილებითი ნაცვალსახელი; ჩვენებითი ნაცვალსახელი; აწმყო დრო (მარტივი და განგრძობითი); წარსული დრო; მომავალი დრო; აწმყო სრული დრო; არტიკლი; ზმნიზედა (სიხშირის გამომხატველი ზმნიზედები); ადგილის გამომხატველი წინდებულები; არსებითი სახელი (შედგენილი, თვლადი და უთვლადი); მოდალური ზმნები; ზედსართავი სახელი (შედარების ხარისხები); have got; there is / there are; some / any; going to და ა. შ.

ტრენინგის განრიგი:

** ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 თვე
** დაწყების თარიღი: 20 ნოემბერი
** ჩატარების დღე: (კვირაში 2-ჯერ) სამშაბათი, პარასკევი
** ჩატარების დრო: 18:30-20:45 (საათი)

კურსის საფასური და რეგისტრაცია:

** ღირებულება: 450 ლარი. კურსის ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს, მის დაწყებამდე მინიმუმ 5 დღით ადრე.
** გაიართ ონლაინ რეგისტრაცია

თამარ გოგალაძე
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 555503350
ტელ.: 2377777 (173)
e-mail.: tgogaladze@cu.edu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე