ტრენინგი - ადამიანური რესურსების მართვა
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგი - ადამიანური რესურსების მართვა
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 9 ნოე / განახლდა: 14 ნოე / ბოლო ვადა: 21 ნოე
"კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი" (CUTC) გთავაზობთ ტრენინგს - "ადამიანური რესურსების მართვა".

ტრენინგის მიზანია მსმენელები გაეცნონ ორგანიზაციის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავებისა და განვითარების სტრატეგიის განსაზღვრის, რაციონალური დაგეგმვის და კონტროლის მოდელებსა და მექანიზმებს. პრაქტიკულად გაერკვნენ ადამიანური რესურსების მართვის ეტაპებსა და ტექნიკებში.

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) სერტიფიკატს.

ტრენერი: ლიკა ნოზაძე

ტრენინგის აღწერა:

ადამიანური რესურსების მართვის ტრენინგი კომპლექსურად განიხილავს იმ ძირითად ასპექტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია თანამედროვე ორგანიზაციის ჩამოყალიბებისა და ეფექტური მართვისათვის. თანამედროვე პრინციპებით ორგანიზაციული მართვა დაკავშირებულია რესურსების რაციონალურ გამოყენებასთან, გამართულ პროცესებსა და პროცედურებთან, ორგანიზაციაში არსებული ტალანტის მართვასთან. ტრენინგის განმავლობაში მსმენელები პრაქტიკულად იმუშავებენ ადამიანური რესურსების მართვის დოკუმენტების, მოდელებისა და მექანიზმების შედგენაზე. გაეცნობიან თანამედროვე ტენდეციებსა და მიდგომებს. ტრენინგის განმავლობაში განიხილება ყველა ის ძირითადი პროცესი და კომპონენტი რომლისგანაც თანამედროვე ადამიანური რესურსების მართვის სისტემა შედგება.

თემატიკა:

** ადამიანური რესურსების მართვის მნიშვნელოვნება ორგანიზაციაში, როლები, ფუნქციონალი
** ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგია;
** ორგანიზაციული ანალიზი;
** ორგანიზაციული სტრუქტურა, სამუშაოთა კლასიფიკაცია - მართვის დონეებისა და პასუხისმგებლობების მიხედვით, ორგანიზაციული სტრუქტურის ტიპები, სტრუქტურის შემუშავება (case or exercise);
** HR დოკუმენტების შედგენა: აუცილებელი და სასურველი დოკუმენტები (ფორმები);
** სამუშაოს ანალიზი და სამუშაოს აღწერების შემუშავება (განყოფილების დებულებისა და თანამდებობრივი ინსტრუქციების შედგენა - დავალება ჯგუფებში);
** პერსონალის მოზიდვა და რეკრუტინგი, ვაკანსიაზე მუშაობა (case or exercise);
** პერსონალის შერჩევის ეტაპების განსაზღვრა და კომპანიისთვის ეფექტური მეთოდის შერჩევა;
** გასაუბრება, ინტერვიუს ტიპები, სიმულაციური ინტერვიუ;
** ადაპტაცია, ტრენინგი და განვითარება;
** სწავლების ტიპები და მეთოდები ორგანიზაციაში;
** კარიერული განვითარება, ტალანტების მართვა, ტალანტების მართვის მოდელი;
** შესრულებული სამუშაოს მართვა და მონიტორინგი - შეფასების სხვადასხვა მოდელების ანალიზი, შეფასების მოდელები;
** კომპეტენციების მოდელი, მოდელის შემუშავება (practical case);
** IQ vs EQ
** მოტივაციის მართვა (მოტივაციის ტიპები და წყაროები, ძირითადი თეორიები და მიდგომები);
** გრეიდების სისტემა;
** არამატერიალური მოტივაცია;
** კორპორატიული კულტურა და თანამშრომლის ლოიალურობაზე ზრუნვა;
** HRM საერთაშორისო სტანდარტები, პრაქტიკის და მოდელების ანალიზი.

ტრენინგის განრიგი:

** ტრენინგის დასაწყისი: 21 ნოემბერი
** ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 კვირა
** ტრენინგების პერიოდულობა: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
** ჩატარების დრო: 19:00-22:00 (საათი)

ტრენინგის საფასური და რეგისტრაცია:

** ტრენინგის ღირებულება 550 ლარი.
** ტრენინგის ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს, მის დაწყებამდე მინიმუმ 5 დღით ადრე.
** გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია

საკონტაქტო ინფორმაცია:

თამარ გოგალაძე
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 555503350
ტელ.: 2377777 (173)
e-mail.: tgogaladze@cu.edu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე