ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ინჟინერი
მომწოდებელი: ნიუმშენი
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 9 დეკ
სამშენებლო კომპანია შპს "ნიუმშენი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის პოზიციაზე.

გრაფიკი: სრული.
გამოსაცდელი პერიოდი: 10 დღე.
ანაზღაურება: 1000 ლარი.
ადგილმდებარეობა: საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარე პროექტებზე მუშაობა/ზედამხედველობა.
დამატებითი პირობა: საქართველოს ტერიტორიაზე მივლინების შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელს კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ადგილით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინჟინრის/მშენებლის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი, სასურველ;ია წყლის ინჟინერიის სპეციალობით;
** საოფისე პროგრამების MS Word და MS Excel სამუშაო დონეზე ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კონტრაქტორი კომპანიების და კონტრაქტორი ფიზიკური პირების მიერ შესრულებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების სწორი ორგანიზების კონტროლი;
** სამუშაოთა შესრულების ხარისხის, სამშენებლო ნორმების, წესებისა და სტანდარტების დაცვის კონტროლი;
** ტექნიკური საშემსრულებლო დოკუმენტაციის სისტემატიზაცია;
** მიმდინარე პროექტებზე სამუშაოთა აღრიცხვის ჟურნალების წარმოების, ფარული სამუშაოებისა და სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების და სხვა საანგარიშო დოკუმენტაციის სწორად წარმოების კონტროლი;
** მიმდინარე პროექტებზე კონტრაქტორი კომპანიების და კონტრაქტორი ფიზიკური პირების მიერ სამუშაოების დაბალი ხარისხით შესრულების, სამშენებლო სტანდარტების დარღვევის, ობიექტებზე ყოფნის პერიოდში უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ფაქტზე(ებზე) შესწრების შემთხვევაში, უხარისხო მასალის გამოყენების, გეგმა-გრაფიკის ჩამორჩენის, ადამიანური რესურსის დაბალი კვალიფიკაციის, სამშენებლო ობიექტზე კონტრაქტორი კომპანიების თუ ფიზიკური პირების ქცევის და დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება.

უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და გადაჭრის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: contact.niumsheni@gmail.com 2018 წლის 08 დეკემბრის ჩათვლით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე