გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: არტ ფარმა
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 9 დეკ
ფარმაცევტული კომპანია "არტფარმა" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

კომპანია ArtPharma 2014 წელს დაარსდა და მისი მთავარი მიზანია, გაზარდოს თერაპიული უსაფრთხოების სტანდარტები და უმაღლესი ხარისხის მედიკამენტები გახადოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. "არტფარმა" საქართველოში წარმოადგენს წამყვან ევროპულ ფარმაცევტულ კომპანიებს და მათ შორის, ერთ-ერთ უმსხვილეს ჩეხურ ფარმაცევტულ კომპანია "ვალმარკს", რომელსაც ოტის მწარმოებელ კომპანიებს შორის ლიდერი პოზიცია უკავია. კომპანიის სტრატეგია მოიცავს ჯანმრთელობაზე ზრუნვის თანამედროვე მოდელის შექმნასა და დამკვიდრებას.

მოთხოვნები:

** გრაფიკული პროგრამების პროფესიულ დონეზე ცოდნა (Adobe Illustrator; Adobe Photoshop, ქორელი, Adobe Indesign)
** GIF ანიმაციების შექმნის უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1წლიანი გამოცდილება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული აქტივობების, პროექტებისა და კამპანიებისთვის ვიზუალური მასალების შემუშავება
** ვებგვერდების გრაფიკული დიზაინის შემუშავება, ვებბანერების დიზაინების მომზადება
** სოციალური მედიისთვის GIF -ების დამზადება
** სოციალური მედიის არხებისთვის ყოველდღიური ვიზუალების შემუშავება
** სტამბებისა და სარეკლამო კომპანიებისთვის საბეჭდი მასალების მომზადება

პიროვნული თვისებები:

** შემოქმედებითი, კრეატიული ხედვა და სხარტი აზროვნება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** მოტივირებულობა და ორგანიზებულობა
** პუნქტუალობა
** გუნდური მუშაობის უნარი

სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, გამრეკელის 19.
ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და პორტფოლიო (ნამუშევრები ფაილების სახით ან ლინკებად) ელ-ფოსტაზე newsroom@beautymagazine.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე