საკონტაქტო ცენტრის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საკონტაქტო ცენტრის სპეციალისტი
მომწოდებელი: პრობლემური აქტივების ბიურო
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 9 დეკ
შპს "პრობლემური აქტივების ბიურო" აცხადებს ვაკანსიას საკონტაქტო ცენტრის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

შპს "პრობლემური აქტივების ბიურო" არის კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს პრობლემური პორტფელის მართვის მოქნილ სერვისს. კომპანიის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს მისი 700 კაციანი გუნდი, რომელიც შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, ისინი სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს. ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული ზრდისთვის.

ანაზღაურება:

** 500 ლარი + ბონუსი (საშუალოდ 500 - 1000 ლარი),
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე თანამშრომელს ერთი წლის სტაჟით 600 ლარი + ბონუსი (საშუალოდ 600 - 1200 ლარი),

სამუშაო გრაფიკი: ორი დღე სამუშაო, ორი დღე დასვენება(მცოცავი გრაფიკი)
სამუშაო საათები: 09:30-21:30(შესვენება 1სთ)

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაშიკომპანია გთავაზოთ

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ადგილზე კვება

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებთან სატელეფონო კონტაქტი და მოლაპარაკების წარმოება;
** მიმდინარე ვადაგადაცილებული/პრობლემური სესხების პორტფელის მართვა და ანალიზი;
** კლიენტებისთვის პირობების შეთავაზება და რესტრუქტურიზაციის გაფორმება;
** დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის მონიტორინგი და კონტროლი;

მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია იურიდიული ან ეკონომიური განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული და სხვა უნარ-ჩვევები:

** დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაციის უნარი.
** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
** შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@pab24.ge; Subject-ში აუცილებლად მითითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე