1C ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: 1C ოპერატორი
მომწოდებელი: კლინტექი
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 9 დეკ
კომპანია "კლინტექი" (ჰიგიენური პროდუქციის წარმოება, რეალიზაცია, იმპორტი, ექსპორტი) ოფიციალური წარმომადგენელი საქართვლოში მსოფლიოში ლიდერი კომპანიების როგორებიცაა Diversey, Kimberly Clark, ERMOP და ა.შ.).

კომპანია (http://www.cleantech.ge) აცხადებს ვაკანსიას 1C ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მყიდველის შეკვეთების დამუშავება;
** რეალიზაციების გატარება და სასაქონლო ზედნადებების გამოწერა პროგრამიდან;
** უკან დაბრუნებული პროდუქციის დოკუმენტაციის შემოწმება და პროგრამაში ასახვა;
**შიდა გადაადგილებების პროგრამაში ასახვა და ზადნადებების გამოწერა;
** მარაგების პროგრამული კონტროლი;
** სასაქონლო-მატერიალურ მარაგებთან დაკავშირებული არაყოველდღიური სხვა ოპერაციების ასახვა პროგრამაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 68ა
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 დღე)
სამუშაო საათები 09:00 - 18:00
ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV ფოტოსურათით) შემდეგ ელ-მისამართზე: vacancy@zoma.ge; გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე