ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი
მომწოდებელი: სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 30 ნოე
კომპანია "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანია, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების სწრაფ და შეუფერხებელ მიწოდებას.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
განაკვეთი: სრული.

მოთხოვნები:

** IT სფროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება მსგავსი მიმართულებით;
** ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული - ტექნიკური ლიტერატურის დამუშავების დონეზე;
** Microsoft-ის სამომხმარებლო ოპერაციული სისტემების საფუძვლიანი ცოდნა;
** კომპიუტერული ნაწილების (Hardware) საფუძვლიანი ცოდნა;
** ქსელის საბაზისო პროტოკოლების და ტექნოლოგიების (მათ შორის უსადენო) ცოდნა;
** ოპერაციული სისტემა Windows-ის ინსტალაცია, რეინსტალაცია და ტექნიკური პრობლემების მოგვარება;
** Microsoft-ის და სხვა პოპულარული საოფისე პროგამების ინსტალაცია, კონფიგურაცია და მომხმარებლის მხარდაჭერის უნარი;
** პერიფერიული მოწყობილობების მიერთება და კონფიგურაცია (მათ შორის ქსელური);
** საოფისე კომპიუტერული ქსელების დაგეგმვა და გამართვა, სხვადასხვა ქსელური მოწყობილობების კონფიგურაცია, შიდა ქსელის პრობლემების მოგვარება;
** დაზიანებული კომპიუტერის დიაგნოსტიკა და ნაწილის შეცვლა;

პიროვნული თვისებები:

** პრობლემის დროულად იდენტიფიცირების და გადაჭრის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სამუშაოს შესრულების სისწრაფე, სიზუსტე, ყურადღება დეტალების მიმართ;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: hr@sante.ge 2018 წლის 30 ნოემბრამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე