უნივერსალური მოლარე-ოპერატორი/ექსპერტ-შემფასებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უნივერსალური მოლარე-ოპერატორი/ექსპერტ-შემფასებელი
მომწოდებელი: ინტელ ექსპრესი
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 9 დეკ
კომპანია "ინტელექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარე-ოპერატორ/ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე თბილისში:
ინტელექსპრეს http://inteliexpress.net/ - საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა - ერთადერთი ქართული ფულადი გზავნილების კომპანია, საკუთარი ფილიალებითა და ლინცენზიებით ევროკავშირსა და საქართველოში. წარმოდგენილია საქართველოში, საბერძნეთში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში საკუთარი ქსელით. ხოლო მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში წარმოდგენილია პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით. ფულადი გზავნილების გარდაა, კომპანიის საქმიანობის ნაწილს წარმოადგენს საბანკო ოპერაციების წარმოება, კომუნალური და სხვა ტიპის გადახდები, საკრედიტო (სალომბარდე) სერვისის წარმოება, კონვერტაციები; კომპანია, ორიენტირებულია ქართულ დიასპორასა და მის მოთხოვნებზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი. ჩუღურეთის და დიდუბის რაიონები. განაკვეთი: სრული. შერეული - დღის და ღამის ცვლა.
ანაზღაურება: დღიური. თვეში საშუალოდ, 550-600 ლარი.
შტატი: 2
სამუშაოს აღწერილობა: ნაღდი ფულით საბანკო ოპერაციების წარმოება (ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნის პროცედურები; საკონვერტაციო ოპერაციები, კომუნალური გადახდები); სალომბარდე საქმე - ნივთის შეფასება, სასესხო ხელშეკრულების გაფორმება, საკრედიტო დეპარტამენტთან კომუნიკაცია, მომხმარებელთან ურთიერთობა და ა.შ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აღნიშნულ პოზიციებზე (მოლარე-ოპერატორი, ექსპერტ-შემფასებელი) მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ, 2 წლიანი (მნიშვნელოვანია); ** ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება; ** კლიენტ სერვისისთვის საჭირო უნარების ფლობა;
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა; ** მათემატიკური უნარ-ჩვევები ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

შერჩეული კანდიდატები ადგილზე გაივლიან სტაჟირებას საბანკო და სალომბარდე სფეროში.

გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@intelexpress.ge; "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია "უნივერსალური მოლარე-ოპერატორ/ექსპერტ-შემფასებელი თბილისში."

სისტემა დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე