ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ავტობანი
გამოქვეყნდა: 9 ნოე / განახლდა: 12 ნოე / ბოლო ვადა: 9 დეკ
შპს "ავტობანი 2000" აცხადებს ქოლ-ცენტრის ოპერატორის (სატელეფონო ოპერატორი) ვაკანსიას.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გახდეთ "ავტობანის" გუნდის წევრი. ჩვენი კომპანიის მიზანია ხანგრძლივი და სტაბილური ურთიერთობის ჩამოყალიბება თითოეულ თანამშრომელთან.

თანამდებობის მიზანი: შემოსული ზარების ოპერატიული მომსახურება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსული ზარების პასუხი ოპერატიულად/დაუყოვნებლივ;
** მომხმარებლის მაქსიმალური ინფორმირება;
** ზარის შინაარსის დროული და ოპერატიული იდენტიფიცირება, დეტალური შესწავლა და შესაბამისი მიმართულებით გადამისამართება;
** გაყიდვების გუნდთან მჭიდრო ყოველდღური კომუნიკაცია;
** შემოსული ზარების შესახებ პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** კომპანიის მომსახურებების/სერვისების ზედმიწევნით ცოდნა;
** პრობლემის არსებობის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** პერიოდულად/სურვილისამებრ ქოლ-ცენტრის სერვისის მუშაობასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება და უშუალო ხემძღვანელისთვის შეთავაზება;
** შემოსული ზარების ელექტრონული ბაზის შექმნა და ანალიტიკა (ზარის შინაარსი, ზარების რაოდენობა და ა.შ.);
** პერიოდულად მომხმარებელთან ზარების განხორციელება სატელეფონო კვლევის მიზნით გაწეული სერვისების შესახებ (კმაყოფილების კვლევა, ხარისხის მონიტორინგი და ა.შ.);
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დამატებითი დავალებების შესრულება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლის სამუშაო გამოცდილება;
** ავტომობილის ცოდნა სამოყვარულო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად;
** რუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ფლობა (MS Office).

უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელური;
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე;
** შედეგზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკების უნარი.

ავტობანი გთავაზობთ:

** თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს;
** ფინანსურ სტაბილურობას;
** კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** თანამშრომლებისთვის კომპანიაში არსებული მომსახურებების განსაკუთრებულ პირობებს.

ანაზღაურება - 500 ლარი (ხელზე ასაღები);

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ფეიქართა ქ.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე;

კანდიდატები გაივლიან შერჩევის 3 ეტაპს:

** კანდიდატთა პირველადი შერჩევა მიღებული რეზიუმეების საფუძველზე;
** გასაუბრება;
** ტესტირება (სწრაფად ბეჭდვის უნარი და იმიტაციური ზარები);

გთხოვთ თქვენი CV გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@autobani.com და სათაურის ველში აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება (სატელეფონო ოპერატორი), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე