სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი სტრასბურგში
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი სტრასბურგში
მომწოდებელი: ევროპის აკად. ცენტრი - გაცვლითი პროგრამები
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 1 დეკ
"ევროპის აკადემიური ცენტრი" გთავაზობთ უპრეცენდენტო პროექტს: სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესების სესია 2018 !

"სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი თბილისსა და სტრასბურგში" და საგანმანათლებლო ტური გერმანიაში.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: პრაქტიკოს იურისტებს, საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს, აგრეთვე , სისხლის სამართლით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს და ნებისმიერ პიროვნებას❗

დელეგატებს ჩაუტარდებათ ტრენინგები საპროცესო ხელოვნებაზე

ტრენინგებს გაუძღვებიან პრაქტიკოსი იურისტები!

ტრენინგების თემები:

** ეფექტური საჯარო გამოსვლის ხელოვნება, სხეულის ენა.
** სამართლის ზოგადი მიმოხილვა სისხლის სამართლის პროცესი,ზოგადი პრინციპები.
** შესავალი სიტყვა
** ეფექტური დაკითხვა, მოწმის დაკითხვის ფსიქოლოგია
** პროტესტი
** დასკვნითი სიტყვა, რეპლიკა
** შუამდგომლობა, განცხადება და სხვა საპროცესო უფლებები.

მონაწილეები ხელმძღვანელების დახმარებით დაამუშავებენ რეალურ საქმეს რაზეც შემდგომში გაიმართება იმიტირებული პროცესი სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

ასევე, პროექტი მოიცავს საგანმანათლებლო ვიზიტებს ევროკავშირის უმაღლეს ორგანიზაციებში:

** ევროსაბჭოში
** ევროპის პარლამენტში
** ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში

პროექტის ვადები 2018 წლის 1 დეკემბერი - 16 დეკემბერი.

მონაწილეობის საფასური: 600€ ეკვივალენტი ლარში

მონაწილეობის საფასურში შედის (თბილისი):

** წინა მოსამზადებელი ტრენინგები საპროცესო ხელოვნებაში
** სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა

მონაწილეობის საფასურში შედის (სტრასბურგი):

** საცხოვრებელში განთავსება
** დილის კვება
** ავიაბილეთების ღირებულება (2გზა)
** პროექტის ხელმძღვანელების თანხლება
** კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება
** ტური გერმანიაში
** საერთაშორისო სერტიფიკატი.

პროექტის მხარდამჭერია ევროპის საბჭო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო სერტიფიკატი

მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ აპლიკაცია: https://goo.gl/TxaUX3

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ჩვენი Facebook გვერდის საშუალებით ან დარეკეთ ნომერზე: +995 (32) 2 23 82 34; 593 73 71 95; 574 33 47 77
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე