კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯორჯიან ფიტნეს გრუპი
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 10 დეკ
"ჯორჯიან ფიტნეს გრუპი", რომელმაც გასული წლის ნოემბერში საერთაშორისო ბრენდის World Class-ის პირველი "ფიტნეს კლუბი" გახსნა თბილისში, მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

World Class არის ფიტნესის საერთაშორისო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი ოპერატორი, რომელიც 1983 წლიდან ოპერირებს მსოფლიო ბაზარზე, ფლობს 90-მდე ფიტნეს კლუბს და მუდმივად ფართოვდება დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და შუა აზიის რეგიონში.

ფუნქცია/ მოვალეობები:

** პოტენციური კომპანიების ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება;
** შეხვედრების დაგეგმვა;
** პრეზენტაციების ორგანიზება და ჩატარება;
** ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
** მუდმივი კომუნიკაცია არსებულ კლიენტებთან;
** ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ან რუსული ენის ფლობა (არანაკლებ Intermediate);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საშუალო დონზე ცოდნა (MS Office).

უნარები:

** გამართულად მეტყველებისა და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტირების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ და კონკურენტულ ანაზღაურებას, დამატებით ბენეფიტებს.

თუ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება აღნიშნული ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@worldclass.ge არაუგვიანეს 2018 წლის 10 დეკემბრისა და წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ "ჯორჯიან ფიტნეს გრუპმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 3 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე