Front End დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: Front End დეველოპერი
მომწოდებელი: სფეისი
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 22 ნოე
"სფეისის" გუნდის შესახებ:

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით "სფეისი" - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდილება.

ვის ვეძებთ?

Front End დეველოპერს:

** რომელიც არის ცნობისმოყვარე, ტექნოლოგიურად გათვითცნობიერებული და გამბედავი
** ვისაც არ ეშინია ექსპერიმენტების გამოწვევების, სიახლეების და ძალიან ბევრი მუშაობის
** შეძლებს, იყოს თვითორგანიზებული ეჯაილ გუნდის ნაწილი
** აქვს ბიზნეს პროექტებში Front-End დეველოპმენტის 2+ წლიანი გამოცდილება
** აქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი, შეუძლია Open Source და კომერციულ გადაწყვეტილებების გარჩევა, ხარვეზების აღმოჩენა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების შემუშავება
** აქვს web markup-ირების ენების და ტექნოლოგიებისა ცოდნა - HTML5, CSS3
** აქვს ერთი ან რამდენიმე JavaScript framework-ის ცოდნა- AngularJS, KnockoutJS, BackboneJS ან ReactJS
** აქვს asynchronous request handling-ის, partial page updates და AJAX-ის პრინციპების ცოდნა

რას გააკეთებ?

** ჩაერთვები პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის სრულ პროცესში (SDLC)
** მონაწილეობას მიიღებ ინოვაციური ბიზნეს პროდუქტებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების შექმნაში
** გამოიკვლევ ბრაუზერების თავსებადობის პრობლემებს და შემოგვთავაზებ შენთვის ნაცნობ მოგვარების გზებს გააკეთებ 3-rd Party API-ების ინტეგრაციას და ბიზნეს პროცესების ორკესტრაციას

კარგი იქნება რომ გქონდეს:

** Scrum და Kanban ფრეიმვორკების ცოდნა
** UX/UI გუნდებთან კოლაბორაციის გამოცდილება
** ქსელისა და უსაფრთხოების საწყისების ცოდნა
** ასინქრონული პროგრამირების გამოცდილება, როგორიცაა Rabbit MQ, MSMQ და სხვა, ჩაითვლება უპირატესობად

როგორ დაგვიკავშირდე?

გამოგვიგზავნე CV მეილზე: Career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

*რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდებით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე