ელექტრონიკის სპეციალისტი - ნატახტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ელექტრონიკის სპეციალისტი - ნატახტარი
მომწოდებელი: ბარამბო
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 9 დეკ
შპს "ბარამბო" წარმოადგენს ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდრტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარზე და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნებითი თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.

"ბარამბო" ორიენტირებულია მაღალ პროფესიონალური კადრების მოზიდვაზე, რაც მიზნად ისახავს კომპანიის გუნდის შემდგომ გაძლიერებას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ელექტრონიკისა და საწარმოო პროცესების პროგრამირების სპეციალისტის თანამდებობაზე, ქვემოთ მოცემულია აღნიშნული პოზიისთვის მოთხოვნილი კვალიფიკაცია, აუცილებელი პიროვნული თვისებები და თანამდებობით განსაზღვრული ძირითადი მოვალეობები:

სამუშაო ადგილი: მცხეთის რაიონი, სოფელი ნატახტარი

მოვალეობები:

** სამუშაოს შესრულებისას დაიცვას უსაფრთხოების წესები:
** შეამოწმოს მანქანა-დანადგარების ელექტრული გამართულობა;
** ყველა გეგმიური სამუშაოს შესრულება განსაზღვრულ ვადებში;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენების ცოდნა;
** პასუხისმგებლობა, მოწესრიგებულობა, აქტიურობა, თანამშრომლობის უნარი;
** ელექტრონიკის საფუძვლების პრაქტიკული და თეორიული ცოდნა;
** მაღალ დონეზე ფლობდეს კომპიუტერულ ტექნიკას;
** ფლობდეს ინსტრუმენტების გამოყენების ტექნიკას;

კანდიდატებმა CV ფოტოსურათით უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: hr@barambo.ge. გთხოვთ, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე