მკვლევარი - თელავი, გურჯაანი, ყვარელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მკვლევარი - თელავი, გურჯაანი, ყვარელი
მომწოდებელი: თელავის განათლების განვით. და დასაქმების ცენტრი
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 20 ნოე
თელავის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი და ახალგაზრდული ხედვა კახეთი აცხადებს კონკურსს მკვლევარის შერჩევაზე თელავის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტში.

ორგანიზაციის დახასიათება:

თელავის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი 2007 წლის 25 დეკემბერს დაფუძნდა, რომლის მიზანია გააუმჯობესოს ახალგაზრდებისა და მათი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური პირობები არაფორმალური განათლების, პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების გზით. ცენტრი პროექტებს ახორციელებს კახეთის რეგიონში. მისი მუშაობა ორიენტირებულია სათემო განვითარებაზე. გასული 9 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ განახორციელა რამდენიმე მსხვილი პროგრამა, რომელთა საშუალებით უამრავ მოქალაქეს შეუმსუბუქდა სოციალური მდგომარეობა.

2017 წლის 4 მაისს დაფუძნდა ადგილობრივი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდული ხედვა კახეთი", რომელიც რეგიონში უზრუნველყოფს ბავშვებისა და ახალგაზრდების განვითარებას, რათა ისინი ზრუნავდნენ თემისა და ქალაქის გაძლიერებისთვის.

ორგანიზაციის მიზანია არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ფორმალური განათლების სისტემაში, კოორდინირებული მუშაობა ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან, ახალგაზრდების გაძლიერება ახალგაზრდული კომპეტენციების ჩარჩო დოკუმენტის მიხედვით, რომელიც სახელმწიფო დონეზეა შემუშავებული და აქვს სარეკომენდაციო ხასიათი.

პროექტის შინაარსი:

მუნიციპალიტეტის ორგანოთა საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდისა და მმართველობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით- თელავის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრმა და ორგანიზაციამ " ახალგაზრდული ხედვა კახეთი" ერთობლივად მონაწილეობა მიიღო საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია (საეა), "World Vision" საქართველოსთან პარტნიორობით პროექტის "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის" ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გამოცხადებულ ქვე-გრანტების კონკურსში. ქვე- გრანტების კონკურსი მიზნად ისახავს ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ინკლუზიური და მონაწილეობითი პოლიტიკის შემუშავების პრაქტიკის შემდგომ განვითარებასა და ხელშეწყობას.

თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრისა და ორგანიზაციის "ახალგაზრდული ხედვა კახეთი" მიერ წარდგენილი პროექტი "მუნიციპალური მრჩეველთა საბჭოს განვითარება სოციალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით" მიზნად ისახავს:

1. მუნიციპალური მრჩეველთა საბჭოს შექმნითა და აქტიური ფუნქციონირებით გაზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
2. CVA ადვოკატირებით (სამოქალაქო ჩართულობა და პასუხიმგებლობა) სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი (14-18 წლის ასაკის) და ზრუნვიდან გამოსული (18 +) ახალგაზრდების საჭიროებები მიიტანოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე.

კვლევის რეზიუმე:

** პროექტის სახელწოდება: "მუნიციპალური მრჩეველთა საბჭოს განვითარება სოციალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით"
** პროექტის ხანგრძლივობა: 2018 ოქტომბერი- 2019 წლის აპრილი
** კვლევის სამიზნე ჯგუფი: თელავის, გურჯაანისა, ყვარლის მუნიციპალიტეტში ბოლო სამი წლის განმავლობაში მცხოვრები -სახელმწიფო ზრუნვაში (14-18 წლამდე) და ზრუნვიდან გამოსული (18+ ასაკის) ახალგაზრდები
** კვლევის მიზანი: თელავის, გურჯაანისა, ყვარლის მუნიციპალიტეტში ბოლო სამი წლის განმავლობაში მცხოვრები -სახელმწიფო ზრუნვაში (14-18 წლამდე) და ზრუნვიდან გამოსული( 18+ ასაკის) ახალგაზრდების საჭიროებებისა და პრობლემების გამოკვეთა ადვოკატირებისთვის
** კვლევის მეთოდოლოგია: კვლევის მეთოდოლოგია განსაზღვროს მკვლევარმა.
** კვლევის დაწყებისა და დასრულების თარიღი: 2018 წლის დეკემბერი- 2019 წლის თებერვალი
** კვლევის საბოლოო ანგარიშის წარდგენის თარიღი: 2019 წლის, 15 თებერვალი

კვლევის ფასილიტატორის როლი და პასუხისმგებლობები:

** სამიზნე ჯგუფის შესახებ პირველადი მონაცემების შეგროვება, ბაზის მომზადება,
** ადაპტირებული საბაზისო კითხვარის მომზადება, სადაც დეტალურადაა მეთოდოლოგია აღწერილი;
** განსაზღვროს პროექტის შინაარსიდან გამომდინარე კვლევის მეთოდოლოგია და შეათანხმოს პროექტის კოორდინატორთან;
** განსაზღვროს კვლევისთვის საჭირო სამიზნე ჯგუფები;
** ფოკუს ჯგუფის გზამკვლევის მომზადება, ფოკუს ჯგუფის ჩატარება;
** კვლევის ფასილიტაცია;
** კვლევის შედეგების ანალიზი და ანგარიშის წარდგენა.

კვლევის ფასილიტატორის კვალიფიკაცია:

** საუნივერსიტეტო კვალიფიკაცია
** სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ ბავშვებთან კვლევის გამოცდილება
** ხარისხიანი ინტერვიუს წარმართვა ბავშვებთან და ახალგაზრდებთან პირისპირ
** კარგი კომუნიკაციის უნარი
** თემში მუშაობის გამოცდილება
** კვლევის ეთიკისა და მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის დაცვა
** არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება
** რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონაცემების შეგროვება და ანალიზის უნარი
** რეგიონალური და ინსტიტუციური კონტექსტის ცოდნა
** პროცესის მართვის უნარი

წარსადგენი დოკუმენტები:

** კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც, ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს;
** კვლევის ფასილიტატორისა და კვლევაში მონაწილე პირების CV (სადაც დეტალურადაა აღწერილი სამუშაო გამოცდილება და კვალიფიკაცია)
** ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული კვლევის ჩამონათვალი;
** ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია, პოზიცია
** კვლევის ბიუჯეტი

ანაზღაურება: დამოკიდებულია მკვლევარი ფასილიტატორის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე.

კვლევისათვის საჭირო კითხვარების ბეჭდვას უზრუნველყოფს დამკვეთი ორგანიზაცია.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 20 ნოემბერი, 2018

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი:

ლანა გაუარაშვილი
კახეთი, თელავი,
ძმები პაპუაშვილების ქუჩა #13
ტელ: 591 243420,

განაცხადები გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: youthvisionkakheti@gmail.com და გთხოვთ წერილის "Subject"-ში დააწეროთ დასახელება: "კონკურსი მკვლევარის შერჩევაზე- თელავის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე