მრჩეველი/კონსულტანტი - თელავი, გურჯაანი, ყვარელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მრჩეველი/კონსულტანტი - თელავი, გურჯაანი, ყვარელი
მომწოდებელი: თელავის განათლების განვით. და დასაქმების ცენტრი
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 20 ნოე
თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი და ახალგაზრდული ხედვა კახეთი აცხადებს კონკურსს მრჩეველ/ კონსულტანტის შერჩევაზე პროექტის ფარგლებში "სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განვითარება სოციალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით".

ორგანიზაციის დახასიათება:

თელავის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი 2007 წლის 25 დეკემბერს დაფუძნდა, რომლის მიზანია გააუმჯობესოს ახალგაზრდებისა და მათი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური პირობები არაფორმალური განათლების, პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების გზით. ცენტრი პროექტებს ახორციელებს კახეთის რეგიონში. მისი მუშაობა ორიენტირებულია სათემო განვითარებაზე. გასული 9 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ განახორციელა რამდენიმე მსხვილი პროგრამა, რომელთა საშუალებით უამრავ მოქალაქეს შეუმსუბუქდა სოციალური მდგომარეობა.

2017 წლის 4 მაისს დაფუძნდა ადგილობრივი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდული ხედვა კახეთი", რომელიც რეგიონში უზრუნველყოფს ბავშვებისა და ახალგაზრდების განვითარებას, რათა ისინი ზრუნავდნენ თემისა და ქალაქის გაძლიერებისთვის.

ორგანიზაციის მიზანია არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ფორმალური განათლების სისტემაში, კოორდინირებული მუშაობა ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან, ახალგაზრდების გაძლიერება ახალგაზრდული კომპეტენციების ჩარჩო დოკუმენტის მიხედვით, რომელიც სახელმწიფო დონეზეა შემუშავებული და აქვს სარეკომენდაციო ხასიათი.

პროექტის შინაარსი:

მუნიციპალიტეტის ორგანოთა საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდისა და მმართველობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით- თელავის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრმა და ორგანიზაციამ " ახალგაზრდული ხედვა კახეთი" ერთობლივად მონაწილეობა მიიღო საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია (საეა), World Vision საქართველოსთან პარტნიორობით პროექტის "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის" ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გამოცხადებულ ქვე-გრანტების კონკურსში. ქვე- გრანტების კონკურსი მიზნად ისახავს ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ინკლუზიური და მონაწილეობითი პოლიტიკის შემუშავების პრაქტიკის შემდგომ განვითარებასა და ხელშეწყობას.

თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრისა და ორგანიზაციის "ახალგაზრდული ხედვა კახეთი" მიერ წარდგენილი პროექტი "მუნიციპალური მრჩეველთა საბჭოს განვითარება სოციალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით" მიზნად ისახავს:

1. მუნიციპალური მრჩეველთა საბჭოს შექმნითა და აქტიური ფუნქციონირებით გაზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
2. CVA ადვოკატირებით (სამოქალაქო ჩართულობა და პასუხიმგებლობა) სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი (14-18 წლის ასაკის) და ზრუნვიდან გამოსული (18 +) ახალგაზრდების საჭიროებები მიიტანოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე.

პროექტის სახელწოდება: "მუნიციპალური მრჩეველთა საბჭოს განვითარება სოციალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით"
პროექტის ხანგრძლივობა: 2018 ოქტომბერი- 2019 წლის აპრილი
სამიზნე ჯგუფი: თელავის, გურჯაანის, ყვარლის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები
პოზიციის ხანგრძლივობა: 2018 წლის დეკემბერი- 2019 წლის მარტი
პოზიციის ადგილმდებარეობა: თელავი, გურჯაანი, ყვარელი

მრჩეველი/კონსულტანტის როლი და პასუხისმგებლობები:

** სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრების საჭიროებების იდენტიფიცირება;
** სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრების ინფორმირება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შესახებ;
** სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულების შექმნა და კონცეფციის შემუშავებისთვის კონსულტაციის გაწევა;
** სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულების შემუშავებისთვის სამუშაო შეხვედრების ფასილიტაცია თელავის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში;
** სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებისა და თელავის, გურჯაანის, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლების ინფორმირება/ ტრენინგის ჩატარება სამოქალაქო საბჭოს წევრთა ფუნქციების შესახებ;
** ყოველთვიური ანგარიშის მომზადება/წარდგენა;
** საბოლოო ანგარიშის მომზადება;
** საბოლოო ანგარიშთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს თელავის, ყვარლის და გურჯაანის სამოქალაქო საბჭოს დებულებები;

მრჩეველი /კონსულტანტის კვალიფიკაცია:

** საუნივერსიტეტო კვალიფიკაცია;
** ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ცოდნა;
** მუნიციპალურ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან მუშაობის გამოცდილება;
** არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება;
** რეგიონალური და ინსტიტუციური კონტექსტის ცოდნა;
** პროცესის მართვის უნარი.

წარსადგენი დოკუმენტები:

** კონსულტანტის CV (სადაც დეტალურადაა აღწერილი სამუშაო გამოცდილება და კვალიფიკაცია)
** სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან მუშაობის კონცეფცია/პროექტი
** ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია, პოზიცია
** პროექტის ბიუჯეტი

ანაზღაურება: დამოკიდებულია მრჩეველი/ კონსულტანტის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე.

სამუშაო შეხვედრის საჭირო მასალების, შესაბამის გარემოს უზრუნველყოფა და ორგანიზაციული საკითხები მოგვარებული იქნება დამკვეთის მიერ.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 20 ნოემბერი, 2018.

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი:

ლანა გაუარაშვილი
კახეთი, თელავი,
ძმები პაპუაშვილლების ქუჩა #13
ტელ: 591 243420,

განაცხადები გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: youthvisionkakheti@gmail.com და გთხოვთ წერილის "Subject"-ში დააწეროთ დასახელება: "კონკურსი თელავის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მრჩეველი/კონსულტანტის შერჩევა".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე