საცალო გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საცალო გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: ირაო
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 9 დეკ
სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პოზიციების მქონე კომპანიაა. "ირაო" თავის საქმიანობას 2004 წლიდან ახორციელებს, ხოლო 2007 წლიდან "ირაოს" სრულუფლებიან დამფუძნებელს და პარტნიორს წარმოადგენს "Vienna Insurance Group" ("ვენის სადაზღვევო ჯგუფი"), რომელსაც გააჩნია ფართო საფინანსო ქსელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსები

რატომ ირაოს გაყიდვების გუნდი? - აქ:

** კონკურენტული და სწრაფად მზარდი ანაზღაურებაა;
** ირაოს პრესტიჟული იმიჯი კლიენტებთან, მნიშვნელოვნად გიმარტივებთ საქმეს;
** განვითარებაზე ორიენტირება და კოლეგიალობა საკადრისად ფასობს;
** ხელმძღვანელები მუდმივად გიზიარებენ გამოცდილებას და გეხმარებიან მიზნის მიღწევაში;

აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად, დაგჭირდებათ:

** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 6 თვის გამოცდილება;
** სასურველია სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის შესაძლებლობა
** შემდეგი თვისებები და უნარ-ჩვევები: ემოციების კონტროლი, მოსმენა და აზრის დასაბუთებულად გადმოცემა, მოქნილობა, დაძაბულ ტემპში მუშაობა, სითამამე, კომუნიკაბელურობა, კოლეგიალობა, ანალიზის უნარი.

ჩვენთან, საცალო გაყიდვების მენეჯერი შემდეგ ფუნქციებს ასრულებს:

** კომპანიის სადაზღვევო პროდუქტების შესწავლა;
** სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების ანალიზი;
** ახალი კლიენტების დამოუკიდებლად მოძიება და კონტაქტის დამყარება-შენარჩუნება;
** სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზება;
** განსაზღვრულ ვადაში გაყიდვების გეგმის შესრულება;
** გაყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების პროლონგაციაზე ზრუნვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** შეთავაზებების სპეციალური ფორმის ორგანიზება და განხორციელება;
** გაყიდვების შემდგომი სერვისის უზრუნველყოფა;
** კლიენტების სადაზღვევო ანგარიშების (მონაცემების) მართვა და კონტროლი;
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნება;

კომპანიის მიერ სარელიზაციოდ დამტკიცებულ პროდუქტებში შესატანი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე giga.tchanturia@irao.ge და წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 9 დეკემბერი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე