საბანკო ინსპექტირების განყოფილების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საბანკო ინსპექტირების განყოფილების სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული ბანკი
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 26 ნოე
საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის საბანკო ინსპექტირების განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაოს სპეციფიკა: პოზიცია მოიცავს დინამიურ და მრავალმხრივ სამუშაოს საინტერესო და ძლიერი პროფესიონალების გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს სრულად წარმოაჩინოს და განავითაროს თავისი შესაძლებლობები, მათ შორის შიდა და ორგანიზაციის გარეთ ტრენინგების მეშვეობით.

მოვალეობები:

** საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებთან დაკავშირებით;
** საფინანსო სექტორის წარმომდგენლების ადგილზე შემოწმება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღმკვეთ კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით;
** შემოწმების შედეგად საფინანსო სექტორის წარმომადგენლისათვის მიცემული რეკომენდაციების / განსაზღვრული გასატარებელი ღონისძიებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
** შემოწმების შედეგად აღმოჩენილი რისკ-ფაქტორების ანალიზი, განზოგადება და შესაბამისი ტიპოლოგიების შექმნა;
** საფინანსო სექტორის წარმომადგენლების შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტების და შემოწმების შედეგების შესახებ ინფორმაციის მომზადება;
** საფინანსო სექტორის წარმომადგენლების შემოწმების შედეგების შესახებ კომუნიკაცია შესაბამის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებთან;
** განვითარებული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა, აღნიშნული პრაქტიკის განზოგადება და მეთოდოლოგიის დანერგვის და შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** FATF-ისა და ფულის გათეთრების აღკვეთის სფეროში მოქმედი სხვა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების ტიპოლოგიური კვლევების და რეკომენდაციების შესწავლა და ანალიზი.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის ან ფინანსების მიმართულებით (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
** უპირატესობა მიენიჭება საფინანსო სექტორში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის და სამართლებრივი შესაბამისობის კუთხით მუშაობის გამოცდილებას;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (საუბარი და წერა);
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) სრულყოფილად ცოდნა;
** შემდეგი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა: "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი; "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონი; საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის მარეგულირებელი წესები და ინსტრუქციები; "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონი; საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულებები და ნორმატიული აქტები; International standards on combating money laundering and the financing of terrorism & proliferation (FATF 40 recommendations).

კომპეტენციები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** კრიტიკული აზროვნების უნარი
** არგუმენტირებული მსჯელობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ეფექტური წერითი კომუნიკაცია (დრაფტინგი)
** ხარისხზე ორიენტაცია
** დისციპლინირებულობა და აკურატულობა

თანამდებობრივი სარგო: 2200-3700 ლარი (დარიცხული). განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით.

კონკურსის ფორმა: კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი იქნება წერითი დავალება, რომლის ფარგლებშიც შემოწმდება კონკურსანტის ცოდნა ზემოთ მითითებული სამართლებრივი აქტების ფარგლებში. მეორე ეტაპზე ჩატარდება კონკურსანტთან ინტერვიუ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2018 წლის 26 ნოემბრამდე CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@nbg.gov.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: საბანკო ინსპექტირების განყოფილების სპეციალისტი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე