Off-Site ზედამხედველობის განყოფილების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: Off-Site ზედამხედველობის განყოფილების სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული ბანკი
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 26 ნოე
"საქართველოს ეროვნული ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის off-site ზედამხედველობის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაოს სპეციფიკა: პოზიცია მოიცავს დინამიურ და მრავალმხრივ სამუშაოს საინტერესო და ძლიერი პროფესიონალების გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს სრულად წარმოაჩინოს და განავითაროს თავისი შესაძლებლობები, მათ შორის შიდა და ორგანიზაციის გარეთ ტრენინგების მეშვეობით.

მოვალეობები:

** საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებების", ასევე სხვა შესაბამისი ინფორმაციის მიღება, დამუშავება, შეფასება და ანალიზი;
** კონკრეტული სუბიექტის დისტანციური ზედამხედველობის შედეგების შესახებ დასკვნის მომზადება;
** სექტორისა და ქვესექტორის რისკის, ასევე რისკის მატარებელი კონკრეტული კომპონენტ(ებ)ის განსაზღვრა და დასკვნის მომზადება;
** იდენტიფიცირებული რისკების მინიმიზაციის, ასევე ხარვეზებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით წინადადებების მომზადება;
** სავალდებულო ან/და სარეკომენდაციო ღონისძიებების დაწესების შემთხვევაში მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
** საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებთან დაკავშირებით;
** საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისათვის სახელმძღვანელო, მეთოდოლოგიური ან/და სარეკომენდაციო დოკუმენტების შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამართალმცოდნელობის ან ფინანსების სფეროში;
** უპირატესობა მიენიჭება საფინანსო სექტორში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის და სამართლებრივი შესაბამისობის კუთხით მუშაობის გამოცდილებას;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (საუბარი და წერა);
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) სრულყოფილად ცოდნა;
** შემდეგი საკანონმებლო ბაზის ცოდნა: "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი; "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონი; საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის მარეგულირებელი წესები და ინსტრუქციები; "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონი; საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულებები და ნორმატიული აქტები.

კომპეტენციები:

** ეფექტური წერითი კომუნიკაცია
** ანალიტიკური აზროვნება
** კრიტიკული აზროვნება
** შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი
** ხარისხზე ორიენტაცია
** დისციპლინირებულობა და აკურატულობა

თანამდებობრივი სარგო: 1800 -2200 ლარი (დარიცხული). განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.

კონკურსის ფორმა: კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი იქნება წერითი დავალება, რომლის ფარგლებშიც შემოწმდება კონკურსანტის ცოდნა ზემოთ მითითებული სამართლებრივი აქტების ფარგლებში. მეორე ეტაპზე ჩატარდება კონკურსანტთან ინტერვიუ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2018 წლის 26 ნოემბრამდე CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@nbg.gov.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "off-site ზედამხედველობის განყოფილების სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე