პროექტის ადმინისტრაციული თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროექტის ადმინისტრაციული თანაშემწე
მომწოდებელი: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
გამოქვეყნდა: 9 ნოე / განახლდა: 13 ნოე / ბოლო ვადა: 18 ნოე
სსიპ-ი "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის ასისტენტის ვაკანსიაზე.

ვაკანსია ცხადდება შემდეგი პროექტის ფარგლებში - "დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში". პროექტი მიზნად ისახავს საინფორმაციო ცენტრის რეგიონული წარმომადგენლობების ქსელის გაფართოებას, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირების გაზრდას და აღნიშნულ პროცესში საქართველოს მოქალაქეების ჩართვას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე.

პროექტის ადმინისტრაციული თანაშემწის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის მენეჯერთან ერთად პროექტის ყოველდღიური და გრძელვადიანი საქმიანობის დაგეგმვა;
** პროექტის გუნდის წევრების მხარდაჭერა, მიმართულებების განსაზღვრა და კომუნიკაცია;
** პროექტის პროგრამული და ადმინისტრაციული ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი;
** პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელების მონიტორინგი/კონტროლი;
** პროექტის საგადასახადო და სააღრიცხვო დოკუმენტაციის კონტროლი;
** ფულადი სახსრების ბრუნვის კონტროლი;
** პროექტის საქმიანობის შესახებ სწორი და სრულყოფილი ფინანსური ინფორმაციის დადგენილი წესის შესაბამისად წარდგენა პროექტის მენეჯერისა და ცენტრის ხელმძღვანელობისათვის.
** პროექტის ფინანსური მხარის ჯეროვანი მენეჯმენტი;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში, სხვა მოვალეობების შესრულება;
** საწყისი ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი სამსახურისთვის მიწოდება;

სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის, ბუღალტერიის მიმართულებით;
** პროექტების ფინანსური მართვის, საპროექტო ბიუჯეტების შემუშავების, პროექტების მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშების მომზადების გამოცდილება;
** სასურველია საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება;
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები და პუნქტუალურობა;
** მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტიანად განაწილებისა და მართვის უნარები;
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ანაზღაურება 563 აშშ დოლარი (დარიცხული-GROSS, ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: infocenter@mfa.gov.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 18 ნოემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე