პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
გამოქვეყნდა: 9 ნოე / განახლდა: 13 ნოე / ბოლო ვადა: 18 ნოე
სსიპ-ი "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის ვაკანსიაზე.

ვაკანსია ცხადდება შემდეგი პროექტის ფარგლებში - "დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში". პროექტი მიზნად ისახავს საინფორმაციო ცენტრის რეგიონული წარმომადგენლობების ქსელის გაფართოებას, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირების გაზრდას და აღნიშნულ პროცესში საქართველოს მოქალაქეების ჩართვას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე.

პროექტის მენეჯერის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის მართვა - ადმინისტრირება;
** პროექტის ფარგლებში ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების უზრუნველყოფა;
** პროექტის ფარგლებში მიმდინარე პროცესების კოორდინაცია;
** პროექტის განხორციელების მონიტორინგი და პერიოდული შეფასების განხორციელება;
** პროექტის განხორციელების პროცესში საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადების დაცვით ანგარიშების მომზადება დონორისთვის;
** პროექტის თანამშრომლებზე სამუშაოს გადანაწილება, მათი დროულად და ხარისხიანად შესრულების უზრუნველყოფა;
** პროექტის ფარგლებში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის გზების იდენტიფიცირება და უფლებამოსილების ფარგლებში დროული რეაგირება;
** პროექტის ყველა ეტაპის დაგეგმვა, ბიუჯეტის მართვა და შესრულების პროგრესის მუდმივი შეფასება;
** პროექტის ბიუჯეტის ოპტიმალური ხარჯვის მონიტორინგი;
** პროექტის ფინანსური ანგარიშების დროულად და სიზუსტით მომზადება დონორისა და საინფორმაციო ცენტრის მოთხოვნებთან შესაბამისად;
** საწყისი ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი სამსახურისთვის მიწოდება;
** საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელობასთან პროექტის მიმდინარეობის ეტაპებისა და შესაბამისი შედეგების შესახებ ანგარიშის წარდგენა.

სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:

** უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების/პოლიტიკური/ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით;
** ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილი ფლობა, აკადემიურად წერის უნარი;
** პროექტების მართვის, საპროექტო წინადადებების შემუშავების, პროექტების მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშების მომზადების 3 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება;
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები და პუნქტუალურობა;
** მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტიანად განაწილებისა და მართვის უნარები;
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

უპირატესობად ჩაითვლება:

** საერთაშორისო დონორის მიერ დაფინანსებული პროექტების მართვაში მონაწილეობის გამოცდილება;
** ინგლისურ ენაზე საპროექტო განაცხადების მომზადების გამოცდილება;

ანაზღაურება 1000 აშშ დოლარი (დარიცხული-GROSS, ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: infocenter@mfa.gov.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 18 ნოემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე