მათემატიკის პედაგოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მათემატიკის პედაგოგი
მომწოდებელი: ბიზნეს აკადემია
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 9 დეკ
"ბიზნეს აკადემიის" შაბათის და კვირის სკოლა აცხადებს ვაკანსიას მათემატიკის პედაგოგის პოზიციაზე.

"ბიზნეს აკადემია" ერთ-ერთი წარმატებული სასწავლო ცენტრია. მას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თითოეული მოსწავლის განათლების და წარმატებისთვის. ბიზნეს აკადემია მოსწავლეების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია, სადაც მოსწავლეს ხვდება სასიამოვნო, კომფორტული გარემო და ხვდებიან კვალიფიციური პედაგოგები. ჩვენი პედაგოგების დამსახურებით, ბიზნეს აკადემიას უშედეგო მოსწავლე არ ყავს. ჩვენ ვეძებთ ისეთ კადრს, რომელსაც აქვს მოსწავლეებთან მუშაობის უნარ-ჩვევები ჩამოყალიბებული და განვითარებული, ვისი პრიორიტეტის მოსწავლეების განათლება და შედეგია. ბიზნეს აკადემია მოსწავლეების და მათი მშობლებისთვის საიმედო ადგილია. ჩვენ დიდი სანდოობით დავიმკვიდრეთ ადგილი საგანმანათლებლო ბაზარზე. ჩვენი მიზანია, ჩვენს გუნდ შემოუერთდნენ ისეთი პედაგოგები, ვინც ჩვენი ორგანიზაციის იმიჯს შეინარჩუნებს და ასევე თითოეული მოსწავლის შედეგებზე იზრუნებს.

ძირითადი მოთხოვნები:

განათლება:

** სკოლა -კომაროვი ან ვეკუა (სასურველია)
** უმაღლესი განათლება მათემატიკის მიმართულებით -ხარისხი მაგისტრი
** სასურველია ასევე დამამთავრებელი კურსის გამოცდილი სტუდენტიც. სტუდენტი საწყის ეტაპზე გაივლის მინიმუმ 2 თვიან საგამოცდო პერიოდს
** სასურველია მასწავლებლის სერთიფიკატი.

სამუშაო გამოცდილება:

** სასურველია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება 2-12 კლასის მოსწავლეებთან.
** სასურველია სასწავლო ცენტრში მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია წამყვან კერძო სკოლებში მუშაობის გამოცდილება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაკისრებული პასუხისმგებლობის პირნათლად შესრულება.
** ეფექტურად და ხარისხიანად საგაკვეთილო პროცესის წარმართვა.
** სკოლის მოსწავლეებთან და ზრდასრულებთან სათანადო პედაგოგიური მიდგომა.
** ჯგუფის შედეგების წარდგენა ადმინისტრაციასთან.

სასწავლო პროგრამის შედგენა, გაკვეთილს დაგეგმვა, შეთანხმება ადმინისტრაციასთან.

თითოეული გაკვეთილი იყოფა ორ ნაწილად: ასაკისა და კლასის მიხედვით.: II -VI კლასი: მათემატიკა-ლოგიკა. VII-XII კლასი -ალგებრა-გეომეტრია.

თვისებები:

** კოლეგიალობა
** პუნქტუალურობა
** კომუნიკაბელურობა
** მოტივაცია
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** ეფექტური გადმოცემის უნარი
** სამუშაო საათები

შაბათის და კვირის სკოლა: 10:30სთ-16:00 სთ/15:00 სთ- 20:00 სთ

შერჩევის ეტაპი:

1. ეტაპი-რეზიუმე
2. ეტაპი-გასაუბრება
3. საპრეზენტაციო გაკვეთილი

ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: careerhrba@gmail.com და მიუთითეთ: მათემატიკის პედაგოგი. შერჩეული პირები გადანაწილდებიან ბიზნეს სკოლაში და შაბათ-კვირის სკოლაში. გადანაწილება შეთანხმებით.

"ბიზნეს აკადემია" facebook-ის გვერდი: https://www.facebook.com/biznesakademia
მისამართი: მარჯანიშვილის N21, მე-4 სართული.N 15
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე