პროექტის კოორდინატორის ასისტენტი - სამეგრელო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროექტის კოორდინატორის ასისტენტი - სამეგრელო
მომწოდებელი: ასოციაცია თანხმობა
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 15 ნოე
პროექტი "ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ" წარმოადგენს ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომლის მიზანია ყოფილი მსჯავრდებულების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების რესოციალიზაცია და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასოციაცია "თანხმობა" აცხადებს პროექტის კოორდინატორის ასისტენტის ვაკანსიას სამეგრელოში ზუგდიდი).

ასისტენტის ძირითადი მოვალეობები:

პროექტის განმავლობაში პროექტის მენეჯერის, პროექტის შიდა ქართლის კოორდინატორის დახმარება ყოველდღიურად (პროექტის სამოქმედო გეგმა, თუ სხვა სამუშაო განრიგი, ორგანიზაციული საკითხები და სხვა)

** ბენეფიციართა სიების შედგენა და ადმინისტრირება
** ღონისძიებების ორგანიზებაში დახმარება
** პროექტის კოორდინატორთან ერთად ყოველ კვირეული/ყოველ თვიური თანამშრომელთა შეხვედრების ორგანიზება, ფინანსური საკითხების მართვა და წარმოება
** შეხვედრების ოქმების და ანგარიშების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** საერთაშორისო დონის არასამთავრობო ორგანიზაციაში ასისტენტად მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება
** ქართული და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა. ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა აუცილებელია.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა აუცილებელია
** კარგი ორგანიზაციული უნარები
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა

სამუშაო დატვირთვა: 80 %: 32 საათი კვირაში სამუშაო ადგილი ქ. ზუგდიდი. კომბინატის დასახლება
ანაზღაურება: 240 ევროს ექვივალენტი ლარში.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: nana.gogoxia@gmail.com

განაცხადები მიიღება 2018 წლის 15 ნოემბრის 18:00 საათამდე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე