მიმტანი - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მიმტანი - გუდაური
მომწოდებელი: სასტუმრო კარპე დიემ გუდაური
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 9 დეკ
4 * სასტუმრო "Carpe Diem" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

მდებარეობა: გუდაური

ძირითადი მოვალეობები:

** შვედური მაგიდის გაწყობა-ალაგება-მომსახურება სასტუმროში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** სარესტორნო შეკვეთის მიღება-მომსახურება;
** სტუმრის თავაზიანად მომსახურება;
** შეკვეთის პროგრამა Fina-ში გატარება;
** მენიუში არსებული კერძების შემადგენლობის ცოდნა;

ძირითადი მოთხოვნები:

** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა;
** პროგრამა Fina-ში მუშაობის გამოცდილება;
** სალარო და საბანკო აპარატებთან მუშაობის გამოცდილება;
** მაგიდის სერვირების ცოდნა;
** მომსახურების სტანდარტების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** თავაზიანი და კომუნიკაბელური;
** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (cv) ფოტოსურათთან ერთად, მისამართზე manager@carpediem.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

სასტუმროს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ http://carpediem.ge/

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე