კონდიტერი - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონდიტერი - გუდაური
მომწოდებელი: სასტუმრო კარპე დიემ გუდაური
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 9 დეკ
4 * სასტუმრო "Carpe Diem" აცხადებს ვაკანსიას კონდიტერის პოზიციაზე.

მდებარეობა: გუდაური

ძირითადი მოვალეობები:

** საკონდიტრო ნაწარმის მომზადება შვედური მაგიდისთვის, სასტუმროში არსებული სტუმრების რაოდენობის გათვალისწინებით;
** პურის სახეობების გამოცხობა შვედური მაგიდისთვის, სასტუმროში არსებული სტუმრების რაოდენობის გათვალისწინებით;
** სამუშაო ადგილის წესრიგში ქონა;

ძირითადი მოთხოვნები:

** საკონდიტროს სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა;
** ჰიგიენის ნორმების ზედმიწევნით დაცვა;
** კონდიტერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (cv) ფოტოსურათთან ერთად, მისამართზე manager@carpediem.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

სასტუმროს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ http://carpediem.ge/

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე