ადმინისტრატორი - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადმინისტრატორი - გუდაური
მომწოდებელი: სასტუმრო კარპე დიემ გუდაური
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 9 დეკ
4 * სასტუმრო "Carpe Diem" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: გუდაური

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრის თავაზიანი მომსახურება;
** სტუმრის მიღება-განთავსება პროგრამა Fidelio-ში, სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით;
** სალარო და საბანკო ტერმინალზე მიღებული თანხის გატარება;
** სტუმრისთვის სასურველი და სრული ინფორმაციის მიწოდება, სასტუმროს ნომრების ტარიფების, კატეგორიების და სასტუმრო დამატებისთი მომსახურებების შესახებ;
** სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა;
** პროგრამა Fidelio-ში მუშაობის გამოცდილება;
** სალარო და საბანკო ტერმინალზე მუშაობის გამოცდილება;
** მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** თავაზიანი და კომუნიკაბელური;
** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (cv) ფოტოსურათთან ერთად, მისამართზე manager@carpediem.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

სასტუმროს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ http://carpediem.ge/

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე