უფროსი ფინანსური აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უფროსი ფინანსური აუდიტორი
მომწოდებელი: ნექსია თიეი
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 8 დეკ
კომპანია შპს "ნექსია თიეი" ("Nexia TA Georgia" ) წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიას, "Nexia International"-ს საქართველოში.

კომპანია "ნექსია თიეი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ფინანსური აუდიტორის პოზიციაზე, ფინანსური აუდიტის დეპარტამენტში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: საბურთალო
სამუშაო განაკვეთი: სრული, 09:00-18:00

მოვალეობები:

** "ნექსია თიეი"-ს კლიენტი კომპანიების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესის წარმართვა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) შესაბამისად;
** აუდიტის დასკვნის მომზადება და მენეჯერისთვის წარდგენა;
** კლიენტი კომპანიის მენეჯმენტისადმი წერილის (Management letter) მომზადება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსური  განხრით;
** ფინანსურ აუდიტორად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. (მსოფლიო რეიტინგის პირველ ათეულში სამუშაო გამოცდილების მქონე კანდიდატებს  მიენიჭებათ უპირატესობა);
** ACCA კვალიფიკაცია ან ჩაბარებული უნდა ჰქონდეს შემდეგი წიგნები: AB, MA, FA, LW, PM, TX, FR და AA
** ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** IFRS და ISA სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა.

სამუშაო აღწერილობა:

** ISA-ს სტანდარტების  შესაბამისად ფინანსური აუდიტის მომსახურების გაწევა;
** აუდიტის ბიზნეს პროცესის და პროცესში ჩართული  პირების საქმიანობის ზედამხედველობა და მონიტორინგი;
** აუდიტის პროცესის დაგეგმვა  შესაბამისად საველე სამუშაოების  გუნდთან ერთად;
** აუდიტისთვის საჭირო ფაილების სრულყოფის უზრუნველყოფა და დოკუმენტირება;
** აუდიტის პროცესის ეფექტიანობის  და პროცესის დახვეწის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
** გუნდის მართვა, მოტივირება და მათთან ეფექტური კომუნიკაცია საქმიანობასთან დაკავშირებულ  საკითხებზე.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პროცესების დაგეგმვისა და მონიტორინგის უნარები;
** პროფესიული განვითარებისთვის მზაობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** აქტიურობა;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური.

კომპანისთან თანამშრომლობის შემთხვევაში კომპანია იღებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს  კანდიდატის პიროვნული ზრდასა და განვითარებას, უზრუნველყოს იგი საქმიანობისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით და  მუდმივად იზრუნოს მის მოტივაციასა და პროფესიულ განვითარებაზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე/CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელფოსტაზე: vacancyaudit@nexia.ge. წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "უფროსი ფინანსური აუდიტორი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე