მენეჯერი ფინანსური აუდიტის დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მენეჯერი ფინანსური აუდიტის დეპარტამენტში
მომწოდებელი: ნექსია თიეი
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 8 დეკ
კომპანია შპს "ნექსია თიეი" ("Nexia TA Georgia") წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიას "Nexia​ International"-ს საქართველოში.

კომპანია "ნექსია თიეი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მენეჯერი ფინანსური აუდიტის დეპარტამენტში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: საბურთალო
სამუშაო საათები: სრული, 09:00-18:00

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსური მიმართულებით;
** ფინანსურ აუდიტორად მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება (მსოფლიო რეიტინგის პირველ ათეულში სამუშაო გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა);
** ACCA-ს კურსდამთავრებული ან მესამე დონეზე მყოფი აპლიკანტი;
** ინგლისური ენის აუცილებლად - C1 დონეზე ცოდნა, რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** IFRS და ISA სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;

სამუშაო აღწერილობა:

** კომპანიის მიერ  გაწეული ფინანსური აუდიტის მომსახურების  მაღალი ხარისხით უზრუნველყოფა ISA სტანდარტების შესაბამისად;
** აუდიტის პროცესის სრული ციკლის მენეჯმენტი, პროცესის დაგეგმვა, პროექტებისა და დავალებების დელეგირება გუნდის წევრებს შორის;
** აუდიტის გეგმისა და სამუშაო ფაილების მონიტორინგი;
** კლიენტ კომპანიების წარმომადგენლებთან მუდმივი კომუნიკაცია  მომსახურების ხარისხის მონიტორინგის მიზნით და საჭიროების შემთხვევაში პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
** კომპანიის ფინანსური აუდიტის მომსახურებისთვის დაგეგმილი ბიუჯეტის გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების პროფესიული კომპეტენციების განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება  კომპანიაში დანერგილი შეფასების სისტემის შესაბამისად;

პიროვნული თვისებები და საჭირო უნარ-ჩვევები:

** მენეჯერული უნარები;
** სამუშაოების დელეგირებისა და მონიტორინგის უნარები;
** გუნდის მართვისა და მოტივირების უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური უნარები;
** მომსახურების ხარისხზე ორიენტირებულობა.

კომპანისთან თანამშრომლობის შემთხვევაში კომპანია იღებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს  კანდიდატის პიროვნული ზრდასა  და განვითარებას,  უზრუნველყოს იგი საქმიანობისთვის  აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით და  მუდმივად იზრუნოს  მის მოტივაციაზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე/CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელფოსტაზე: vacancyaudit@nexia.ge. წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მენეჯერი ფინანსური აუდიტის დეპარტამენტში", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.
 
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე