კლიენტთა მომსახურების წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კლიენტთა მომსახურების წარმომადგენელი
მომწოდებელი: Back Office Service
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 30 ნოე
7 წელზე მეტია, რაც ჩვენი კომპანია "ბექ ოფის სერვისი" თანამშრომლობს გერმანულ კომპანიასთან. მას პარტნიორობას ვუწევთ შეკვეთების კონსტრუქციული ნაწილის დამუშავებაში, დაახლოებით 25 კაციანი გუნდით.

ჩვენი სამუშაო გუნდის გასაზრდელად თბილისში ვეძებთ მოტივირებულ კლიენტთა მომსახურების წარმომადგენელს მარკიზების სფეროში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გერმანული ენის ცოდნა;
** სტაბილურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** გუნდური მუშაობისა და ინიციატივების წამოყენების უნარი;
** კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა;
** გრძელვადიანი თანამშრომლობის ინტერესი;
** MS Office პროგრამების  ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტთა მომსახურება სატელეფონო და ელექტრონული მიმოწერის მეშვეობით;
** კლიენტთა საჩივრების დამუშავება;
** პრობლემის გადაჭრის გზების შეთავაზება;
** პრობლემის გადაჭრის გზების შემუშავება და სისტემაში განხორციელება;
** ხარისხის შენარჩუნება და მუდმივი გაუმჯობესება.

ჩვენ გთავაზობთ:

** საიმედო და გრძელვადიანი სამუშაო ადგილი;
** უშუალო ურთიერთობა მენეჯმენტთან, გადაწყვეტილების მიღების მოქნილი პროცესი;
** მეგობრული სამუშაო გარემო;
** ინდივიდუალური და თანმიმდევრული განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** შეთანხმებაზე დაფუძნებული ადეკვატური ანაზღაურება.

დაინტერესდით?

თუ გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, მაშინ მოხარული ვიქნებით, თუ მივიღებთ თქვენს სრულყოფილ რეზიუმეს გერმანულ ენაზე, 2018 წლის 30 ნოემბრამდე, მოცემულ ელფოსტაზე: nfischer@weinor.de
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე