შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დაგეგმვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დაგეგმვის სპეციალისტი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 23 ნოე
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების და ლოჯისტიკის დაგეგმვის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000232
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: შესყიდვები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 1 წელი შესყიდვებში/ ლოჯისტიკაში.
** განათლება: ხარისხი: ბაკალავრი.

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი

უნარები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

სამუშაოს აღწერა:

** პროდუქციის შეკვეთის საჭიროების დადგენა; მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეკვეთების დამუშავება;
** შეკვეთის განხორციელების უზრუნველყოფა; შესყიდვების გეგმის ფორმირება;
** მოლაპარაკებების წარმოება მომწოდებლებთან გადახდის/მოწოდების პირობების თაობაზე;
** შეკვეთების ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და კონტროლი;
** დოკუმენტაციის მოთხოვნა და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
** რეპორტინგი დადგენილი პერიოდულობით.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!

მოქმედების ვადა: 23.11.2018.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/232
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე