შესყიდვების მენეჯერი, კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი, კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: უნიმედი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 1 იან
საქართველოში ევროპული და ამერიკული ცნობილი ბრენდების წარმომადგენელი კომპანია შპს "უნიმედი" აცხადებს ვაკანსიებს:

1. შესყიდვების მენეჯერი

სამუშაო ადგილი: თბილისი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ლოჯისტიკის სფეროში გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა (Excel-ის განსაკუთრებით)
** შესყიდვების(ტენდერებში) და გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ანგარიშების გაკეთების უნარი შესყიდვებსა და გაყიდვებზე
** ინგლისური და რუსული ენების ძალიან კარგად ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა და სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
** მაღალი სამუშაო მოტივაცია, აქტივობა და ოპერატიულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** პუნქტუალურობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

მომხმარებლების რაოდენობის გაზრდა, ახალი პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან ეფექტური ურთიერთობების დამყარება.

2. კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

სამუშაო ადგილი: თბილისი

ფუნქცია/მოვალეობები:

** კორპორატიული კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა
** არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნება
** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში, აფთიაქებში
** პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების მომზადება, ორგანიზება, ჩატარება
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი
** გაყიდვების გასაზრდელად აქტივობების, ღონისძიებების მოფიქრება, დამუშავება, დანერგვა
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა
** სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესწავლა და ანალიზი
** შეთავაზებების სპეციალური ფორმის შემუშავება და კლიენტებისთვის შესაბამისი პრეზენტაციების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო)
** გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა და სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი
** გამართული და დახვეწილი მეტყველება
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
** მაღალი სამუშაო მოტივაცია, აქტივობა და ოპერატიულობა, პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი
** გუნდური მუშაობის, ანალიტიკური აზროვნების უნარი და კრეატიულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე

საგამოცდო პერიოდი: 3 თვე.
საწყისი ანაზღაურება საგამოცდო პერიოდში დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე.
საგამოცდო პერიოდის შემდეგ კი ანაზღაურება ზრდადია.
ყოველთვიური და კვარტალური პრემიალური სისტემა დამოკიდებული იქნება გაყიდვების შედეგებზე)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ქართულ ენაზე CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: cv@unimedi.ge 2019 წლის 1 იანვრამდე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე