შრომის უსაფრთხოების მენეჯერი - ნატახტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შრომის უსაფრთხოების მენეჯერი - ნატახტარი
მომწოდებელი: ბარამბო
გამოქვეყნდა: 8 ნოე / განახლდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 23 ნოე
შპს "ბარამბო" წარმოადგენს ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარზე და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნებითი თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს. "ბარამბო" ორიენტირებულია მაღალ პროფესიონალური კადრების მოზიდვაზე, რაც მიზნად ისახავს კომპანიის გუნდის შემდგომ გაძლიერებას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ნატახტარი.

ქვემოთ მოცემულია აღნიშნული პოზიციისთვის მოთხოვნილი კვალიფიკაცია, აუცილებელი პიროვნული თვისებები და თანამდებობით განსაზღვრული ძირითადი მოვალეობები:

პოზიციის ფუნქციები:

** შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა, მართვა და მონიტორინგი:
** ტრენინგების მოდულების დანერგვა/აღსრულება;
** საწარმოს ყოველდღიური ვიზუალური დათვალიერება და კონტროლი;
** თითოეული დანადგარის ფუნქციონირების მეთოდიკის შექმნა და უსაფრთხოების ანალიზი;
** საწარმოში ჰიგიენის, ტემპერატურის და ტენიანობის კონტროლი;
** საწარმოს ტექნიკური რესურსის ვიზუალური შემოწმება;
** ნარჩენების მართვა და ტერიტორიაზე სისუფთავის კონტროლი;

ანგარიშვალდებულება: გენერალურ დირექტორთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მკვეთრად გამოხატული მოთხოვნა ტექნიკური ან ჰუმანიტარული მიმართულებით არ არსებობს. მნიშვნელოვანია შესაბამის სფეროში ტრენინგების გამოცდილება. განსაკუთრებით საგულისხმოა, თუ ეს ტრენინგები ჩატარებული იქნება ევროსტანდარტების შესაბამისად.)
** აუცილებელია ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა /ასევე სასურველია ფლობდეს რუსულ ენას
** აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა - Word, Excel, Outlook;
** აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ორგანიზებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარით;
** გუნდური მუშაობის უნარით.

გთხოვთ, CV გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@barambo.ge

გზავნილს აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე