გამყიდველი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გამყიდველი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: ელვა მარკეტი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 20 ნოე
ჯიხურების ქსელი "ელვა მარკეტი" აცხადებს ვაკანსიას გამყიდველის პოზიციაზე შემდეგ ქალაქებში: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, ქ. ქუთაისი, ქ. სიღნაღი.

კომპანია "ელვა მარკეტი" წარმოადგენს მინიმარკეტის ტიპის, თანამედროვე დახვეწილი დიზაინის ჯიხურების სტანდარტიზებულ ქსელს, რომელიც ფუნქციონირებს 2012 წლიდან. "ელვა მარკეტი" მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ პროდუქტებს: პრესა, წიგნები, საკანცელარიო და სასკოლო ნივთები, ასევე, ყოველდღიური მოხმარების საგნები: თამბაქო, გამაგრილებელი სასმელები და სხვა.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება და რეალიზაცია;
** დაკისრებული გეგმის შესრულება და ზრდა;
** გასაყიდი პროდუქციის დეფიციტების კონტროლი;
** გაყიდული პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა;
** სალარო აპარატთან გამართულად მუშაობა;
** კლიენტთა მომსახურება კორპორატიული სტანდარტის შესაბამისად.

ძირითადი მოთხოვნები:

** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: vacancy@elvamarket.ge 2018 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 595998053; 599 38 55 09 გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე