სოციალურ მედია მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სოციალურ მედია მენეჯერი
მომწოდებელი: დიპლომატ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 8 დეკ
შპს "დიპლომატ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სოციალურ მედია მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში.

"დიპლომატი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების P&G-ის და Nestle-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

სამუშაო გრაფიკი: სრული 09:00-18:00.
დასვენების დღეები შაბათი და კვირა.

ძირითადი მოვალეობები:

** სოციალური მედიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება, აღსრულება და მონიტორინგი;
** სოციალური მედიის კონტენტის შექმნა.
** კომპანიის სოციალური არხების განვითარება და სიახლეების დანერგვა;
** კომპანიაში არსებული ბრენდების პოპულარიზაციაზე ზრუნვა;
** კომპანიის მარკეტინგული მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე სხვადასხვა მიზნობრივი აქტივობების ინიცირება/დაგეგმვა/განხორციელების კოორდინაცია სოციალურ მედიაში;
** ეფექტური ინტერაქციული ონლაინ კავშირის უზრუნველყოფა;
** სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაცია, პირადი შეტყობინებებისა და კომენტარები მოდერაცია;
** სოციალური გვერდების სარეკლამო აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, განხორციელება და შედეგების ანალიზი;
** ყოველთვიური რეპორტინგი.

სავალდებულო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სოციალური მედიის მართვის მიმართულებით;
** კომპიუტერული პროგრამების: MS Office, Photoshop/Corel-ის სრულფასოვნად ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, უპირატესობად ჩაითვლება დამატებით რუსული ენის ცოდნა.

უნარები:

** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კრეატიულობა;
** კომუნიკაციის კარგი უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@diplomat.ge და გთხოვთ, პოზიციის სახელწოდება მიუთითეთ მეილის სათაურში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე