მოლარე, კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე, კონსულტანტი
მომწოდებელი: Best Market
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 7 დეკ
მაღაზია "Best Market"-ი აცხადებს ვაკანსიას მოლარისა და კონსულტანტის პოზიციებზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ვაზისუბნის 1მკ/რაიონი.

ძირითადი მოვალეობები:**
** მომხმარებელთათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
** სარეალიზაციოდ განკუთვნილ პროდუქციაზე ინფორმაციის სწრაფი შესწავლის უნარი;
** გასაყიდი პროდუქციის სათანადოდ განლაგება სექციაში და პროდუქციის ნაშთის კონტროლი;
** გაყიდვების ხელშეწყობა და გაზრდა;
** მარაგების ეფექტურად მართვის უზრუნველყოფა;
** მაღაზიაში პროდუქციის მერჩენდაიზინგის სტანდარტების მიხედვით განლაგების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ვადების კონტროლი;
** საკონტროლო და სალარო აპარატის,საბანკო პოსტ-ტერმინალის სწორად მართვა;
** სალაროდან თანხის გატანის შემთხვევაში თანხის მითვლა;
** ნაღდი ფულის შენახვის წესების,უსაფრთხოების წესების სრული დაცვა,საკასო-საფინანსო დისციპლინის შესრულება;

მოთხოვნები:

** სტანდარტული საოფისე აღჭურვილობის გამოყენების ცოდნა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: bestmarkt0@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ რომელ პოზიციაზე აგზავნით რეზიუმეს "კონსულტანტი" ან "მოლარე", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე