ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ინჟინერი
მომწოდებელი: სოლოლაკი რაიზ
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 18 ნოე
შპს "სოლოლაკი რაიზ" (საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტი) http://www.gcfund.ge/en/hospitalityandrealestate/11/ აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
Ref.: GTDF-SR-ENG-02
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ამ პოზიციისთვის სავალდებულოა ქართული და ინგლისური ენების გამართულად ცოდნა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კონტრაქტორი კომპანიების და კონტრაქტორი ფიზიკური პირების მიერ შესრულებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების სწორი ორგანიზების კონტროლი;
** სამუშაოთა შესრულების ხარისხის, სამშენებლო ნორმების, წესებისა და სტანდარტების დაცვის კონტროლი;
** ტექნიკური საშემსრულებლო დოკუმენტაციის სისტემატიზაცია. ტექნიკური არქივის შექმნის და განახლების უზრუნველყოფა;
** დამტკიცებული ნორმებისა და ტარიფების სწორ გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება;
** სამშენებლო ობიექტებზე სამუშაოთა აღრიცხვის ჟურნალების წარმოების, ფარული სამუშაოებისა და სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტების დროულად გაფორმების და სხვა საანგარიშო დოკუმენტაციის სწორად წარმოების კონტროლი;
** სამშენებლო ობიექტებზე კონტრაქტორი ორგანიზაციების და კონტრაქტორი ფიზიკური პირების მიერ სამუშაოების დაბალი ხარისხით შესრულების, სამშენებლო სტანდარტების დარღვევის, ობიექტებზე ყოფნის პერიოდში უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ფაქტზე(ებზე) შესწრების შემთხვევაში, უხარისხო მასალის გამოყენების, გეგმა-გრაფიკის ჩამორჩენის, ადამიანური რესურსის დაბალი კვალიფიკაციის, სამშენებლო ობიექტზე კონტრაქტორი ორგანიზაციის თუ ფიზიკური პირების ქცევის და დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება;

საჭირო გამოცდილება და უნარები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით;
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო სფეროში;
** სამშენებლო ნახაზების ცოდნა;
** სამშენებლო სტანდარტებისა და ნორმების ცოდნა;
** აღიარებული/დადგენილი უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** პოზიციისთვის რელევანტური სამშენებლო/საინჟინრო დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება;
** სავალდებულოა ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების MS Word და MS Excel სამუშაო დონეზე ცოდნა;
** საჭირო თვისებები: გუნდურობა, აკურატულობა, კეთილსინდისიერება, პუნქტუალობა
** პრობლემის იდენტიფიცირების, დროული რეაგირების და მისი/მათი გადაჭრის უნარი;

დაინტერესებულ აპლიკანტებს, გთხოვთ თქვენი განახლებული CV გამოაგზავნოთ hr@gtdf.ge არა უგვიანეს 2018 წლის 18 ნოემბრამდე. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით CV.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე