პრომო აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრომო აგენტი
მომწოდებელი: Georgia Royalty Management
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 7 დეკ
კომპანია "Georgia Royalty Management" ხელს უწყობს შრომითი რესურსების სპარსეთის ყურის ქვეყნების კომპანიებთან დაკავშირებას. მისი პარტნიორი კომპანიები, ბელორუსში და აზერბაიჯანში, წარმატებით ახორციელებენ აღნიშნულ საქმიანობას. ჩვენი გუნდი მიზნად ისახავს, ყატარში, ბაჰრეინში, გაერთიანებულ საემიროებში და ქუვეითში, ქართველებისათვის სამუშაო ადგილების მოძიებაში დახმარებას და ახალი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ბაზრის შეთავაზებას.

"Georgia Royalty Management" აცხადებს ვაკანსიას პრომო აგენტის პოზიციაზე.

სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი  და გაყიდვებიდან მიღებული ბონუსი.
სამუშაოს ტიპი: თავისუფალი გრაფიკი (მოსახერხებელია სტუდენტებისათვის).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთვის კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
** კომპანიის შეთავაზების წარდგენა შესაბამის დაწესებულებებში
** საინფორმაციო ბროშურების დარიგება
** კომპანიის ანკეტის შევსება კლიენტების დემოგრაფიული მონაცემების და სამუშაო გამოცდილების შესახებ
** აღნიშნული მონაცემების მოწესრიგება, ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა გაყიდვების მენეჯერისათვის.

მოთხოვნები კანდიდატების მიმართ:

** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირების უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: groyaltymanagement@gmail.com. გთხოვთ, თემის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე