კურიერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კურიერი
მომწოდებელი: სუპერმაკეტი ჯორჯიტა
გამოქვეყნდა: 15 ნოე / ბოლო ვადა: 15 დეკ
მაღაზიათა ქსელი "ჯორჯიტა" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** პირველი თვე (სტაჟირება): 500 ლარი.
** მეორე თვიდან: 500 ლარი + ბონუსები.
** სამუშაო საათები: 11:00-20:00
** დასვენება: 1 დღე კვირაში.

აუცილებელი მოთხოვნაა, რომ კანდიდატს ჰქონდეს A1 კატეგორიის მართვის მოწმობა.

კომპანია დააფინანსებს მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო ხარჯებს, იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატმა იცის მოპედის მართვა (კანდიდატი დასაქმდება მართვის მოწმობის აღების შემდეგ).

მოვალეობები:

** ამანათის მიტანა კომპანიის საწყობიდან შეკვეთის მისამართზე.
** ქვითრის გამოწერა და ნაღდი ფულის კონტროლი, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ირჩევს ნაღდ ანგარიშსწორებას;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** პუნქტუალურობა.

გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@euro-line.ge და "Subject"-ის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. სხვა შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე