ბუღალტრის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბუღალტრის ასისტენტი
მომწოდებელი: აჭარა ჯგუფი
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 5 დეკ
"აჭარა ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას: ბუღალტრის ასისტენტი

საჭირო უნარები:

** ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესად;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** გამართულად საუბარი ქართულ ენაზე;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში.

უნარები:

** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი;
** კარგი ორგანიზაციული უნარი;
** კარგი საკომუნიკაციო უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** საბუღალტრო საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ზოგადი საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები შესახებ ინფორმაციის ფლობა;
** ფინანსური მენეჯერისგან მიღებული მითითებების შესაბამისად, ბუღალტრული გადარიცხვებისა და გატარებების განახორციელება;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის შემოწმება და არსებული დოკუმენტების აღრიცხვა;
** მიღებული დოკუმენტაციის მუდმივი შემოწმება და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში ფინანსურ მენეჯერის ინფორმირება;
** პერიოდული ანგარიშის მომზადება, ფინანსურ მენეჯერთან განხილვა და მენეჯერისგან მიღებული მითითებებით მოქმედება;
** კომპანიის მენეჯმენტისთვის შეთავაზებების წარდგენა, არსებული შედეგების გასაუმჯობესებლად;
** საერთო წარმატების მისაღწევად, თანამშრომლებთან კოლეგიალური და გუნდური ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** კომპანიაში არსებული სტანდარტებისა და რეგულაციების მიხედვით მოქმედება;
** შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობებისა და ვალდებულებების სრულყოფილად, დროულად და ხარისხიანად შესრულება;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 5 დეკემბრამდე ელექტრონულ მისამართზე: hr@adjaragroup.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე