პროექტების ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროექტების ასისტენტი
მომწოდებელი: The Stream
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 22 ნოე
კომპანია "The Stream" აცხადებს ვაკანსიას პროექტების ასისტენტის თანამდებობაზე.

საკონსულტაციო კომპანია "The Stream" ეხმარება კომპანიებს გააძლიერონ საკუთარი ბიზნესი მართვის თანამედროვე და  ინოვაციური ორგანიზაციული გადაწყვეტებით. დეტალური ინფორმაცია "The Stream"-ის და მისი საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე http://www.thestream.ge/

პროექტების ასისტენტი ჩართული იქნება სხვადასხვა მიმართულების პროექტებში, პრიორიტეტულად რეკრუტინგულ პროექტებში და კომპანიის სერვისების გაყიდვაზე მიმართულ აქტივობებში.

მოვალეობები:

** კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის პროექტებში მონაწილეობის მიღება;
** ბიზნეს კონტაქტების დამყარება და მართვა;
** პროექტების შესაბამისად სხვადასხვა ინფორმაციის მოძიება;
** რეკრუტინგულ პროექტებში კანდიდატების მოზიდვა-მოძიების საქმიანობის ორგანიზება და წარმოება;
** მონაცემთა ბაზების წარმოება;
** სოციალურ ქსელებში საქმიანი ურთიერთობის წარმოება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ფლობა;
** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა;
** სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით linkedin-ში მუშაობის უნარი და გამოცდილება;
** საქმიანი კორესპონდენციის წარმოების უნარი და გამოცდილება;
** მსხვილ ქართულ ან საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო გრაფიკი: დასაქმებულს შესაძლებლობა ექნება სამუშაო შეასრულოს დისტანციურად თავისუფალი გრაფიკით.
ანაზღაურება: 625 ლარი, დამატებით ყოველთვიური ბონუსები პროექტებიდან 375-დან 1250 ლარამდე (gross) გამომუშავების მიხედვით.

ჩვენი კომპანიის კარი ღიაა თვითორგანიზებული, დამოუკიდებელი, გაბედული, ინიციატივიანი და  კომუნიკაციის გამორჩეული უნარის მქონე ადამიანისათვის. პროექტების ასისტენტს ექნება პროფესიული ზრდის რეალური შესაძლებლობა.

მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე vacancy@thestream.ge არაუგვიანეს 2018 წლის 22 ნოემბრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე