გადამზადება და დასაქმება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გადამზადება და დასაქმება
მომწოდებელი: გასგო მოტორსი
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 7 დეკ
"გასგო მოტორსი" საქართველოში ჩამოყალიბდა. კომპანია გამოირჩევა როგორც ქსელური ფილიალებით, ასევე დისტრიბუციის ქსელით, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს საქართველოს ნებისმიერ ადგილას აწვდის პროდუქციას. მას აქვს გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობები ავტონაწილების მწარმოებლებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ხოლო საქართველოში ახდენს როგორც საცალო, ასევე საბითუმო რეალიზაციას.

კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მიკროავტობუსების პროდუქციის სრულ ასორტიმენტს, რის მიხედვითაც საქართველოს ბაზარზე ლიდერ კომპანიას წარმოადგენს.

სამუშაო განაკვეთი: 9:00-18:00, ორშაბათი-შაბათის ჩათვლით.

მოთხოვნები:

** ასაკი: 20-30 წელი.
** უნარები: დაკვირვებული, პასუხისმგებლიანი, პუნქტუალური.

გეძლევათ შესაძლებლობა გაიროთ ანაზღაურებადი გადამზადება, ავტომობილების სერვისის მიმართულებით სავალი ნაწილების მექანიკოსის პოზიციაზე და შემდგომ დასაქმდეთ ჩვენივე კომპანიაში.

ანაზღაურება გადამზადების პერიოდში: 400 ლარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV vacancy@gasgomotors.ge და "Subject"-ში მიუთითეთ "გადამზადება და დასაქმება" სასურველია თან დაურთოთ თვენი ფოტოსურათი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე