მიღება ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში
 
ყველა სტიპენდია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მიღება ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში
მომწოდებელი: საერთაშორისო განათლების ცენტრი
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 31 იან
ფონდი "საერთაშორისო განათლების ცენტრი" მოხარულია გაცნობოთ, რომ "ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტმა" (CEU) გამოაცხადა მიღება 2019-2020 სასწავლო წლისათვის
 
უნივერსიტეტი გთავაზობთ 49 სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამას შემდეგ დისციპლინებში:

** ეკონომიკა და ბიზნესი
** კოგნიტური მეცნიერება (PhD)
** ეკონომიკა
** გარემოს დაცვა და პოლიტიკა
** გენდერული კვლევები
** ისტორია
** საერთაშორისო ურთიერთობები
** სამართალი
** გამოყენებითი მათემატიკა 
** შუა საუკუნეების კვლევები
** ნაციონალიზმის კვლევები
** ქსელური მეცნიერება (PhD)
** ფილოსოფია
** პოლიტიკური მეცნიერება
** საჯარო პოლიტიკა
** სოციოლოგია და სოციალური ანთროპოლოგია
** სადოქტორო სკოლა პოლიტიკურ მეცნიერებაში, საჯარო  პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში.

პირველ რიგში აუცილებლად დარეგისტრირდით ბმულზე: http://sits.ceu.edu/urd/sits.urd/run/siw_ipp_lgn.login?process=siw_ipp_enq&code1=PROS&code2=&code4=IPR_UDF1=LAC-GEO;IPR_UDF2=LAC და თუ გსურთ დაფინანსების მოპოვება, უნივერსიტეტში გაგზავნეთ საგანაცხადო ფორმა, თანდართულ საბუთებთან და ინგლისური ენის სტანდარტული ტესტების (iBT TOEFL, IELTS, GRE, etc) ქულებთან ერთად, არაუგვიანეს 2019 წლის 31 იანვრისა.  
 
თქვენ შეგიძლიათ 5 სხვადასხვა პროგრამის არჩევა. საგანაცხადო ფორმის გაგზავნის საფასურია 30 ევრო.
 
ვისაც სურს დაფინანსების მოპოვება MUNDUS MAPP-ის და MESPOM-ის პროგრამებზე, განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 3 იანვარი.
 
სასწავლო პროგრამებზე და აპლიკაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ვებგვერდს: www.ceu.edu ან მოგვმართეთ "საერთაშორისო განათლების ცენტრში", შემდეგ მისამართებზე:

** თბილისი: ჭოველიძის ქუჩა 10, ტელ. 2252615, ელფოსტა: cie@osgf.ge (კონსულტაციები ჩატარდება  ყოველ ხუთშაბათს, 15 საათზე). 
** ბათუმი: ნინოშვილის ქ. 35, უნივერსიტეტის I  სართული, ოთახი # 26; ტელ. 275817
** ახალციხე: რუსთაველის 106, უნივერსიტეტის შენობა; I კორპ.; II სართ; ტელ.: 221551 
** თელავი: ქართული უნივერსიტეტის ქ. 1; V სართული; ტელ.: 273139
** ქუთაისი: ა. წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ტელ.: 551710071

უნივერსიტეტის და კონკურსის შესახებ ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ მოიპოვოთ საერთაშორისო განათლების ცენტრის ვებ გვერდზე: www.cie.ge და სოციალურ ქსელ Facebook-ში: "Access CEU - Georgia page"  და ასევე "Center for International Education - Tbilisi".
 
ყველა სტიპენდია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე