გაყიდვების ოფიცერი - გურჯაანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების ოფიცერი - გურჯაანი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 18 ნოე
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოფიცრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: გურჯაანი
სამუშაო განაკვეთი: თავისუფალი

"კრისტალი" ერთ-ერთი წამყვანი, პასუხისმგებლიანი საფინანსო ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც ემსახურება 70 000-ზე მეტ მომხმარებელს და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში, 40 ფილიალისა და 21 სერვისცენტრის მეშვეობით. კრისტალში დასაქმებულთა რაოდენობა 1000-ზე მეტია!

"კრისტალი" გთავაზობთ:

** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** საუკეთესო სამუშაო პირობებს;

ძირითადი მოვალეობები:.

** კრისტალის პროდუქტებით დაინტერესებული პოტენციური კლიენტების მოძიება/მოზიდვა;
** პოტენციური კლიენტისათვის პირობების გაცნობა, პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა და კლიენტის დაინტერესება;

"კრისტალი" ეძებს მათ ვინც არის:

** მიზანდასახული და ენერგიული
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარის მქონე
** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარის მქონე

და ვისაც აქვს:

** სრული ან არასრული უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა)
** დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;
** საშუალო ან პროფესიული განათლება;

ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელს და კანდიდატს, მიუხედავად მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად .

დაინტერესებულ პირებს 2018 წლის 18 ნოემბერს 17:00 საათამდე შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა: https://goo.gl/forms/9P0lAL1WyJSeM8ih2. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე