სესხის ოფიცერი - ხელვაჩაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სესხის ოფიცერი - ხელვაჩაური
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 18 ნოე
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას სესხის ოფიცრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ხელვაჩაური
სამუშაო განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ერთ-ერთი წამყვანი, პასუხისმგებლიანი საფინანსო ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც ემსახურება 70 000-ზე მეტ მომხმარებელს და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში, 40 ფილიალისა და 22 სერვისცენტრის მეშვეობით. კრისტალში დასაქმებულთა რაოდენობა 1000-ზე მეტია!

"კრისტალი" გთავაზობთ:

** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** საუკეთესო სამუშაო პირობებს;

ძირითადი მოვალეობები:

** მიკრო-სესხების, მათ შორის აგრო, ბიზნეს და სამომხმარებლო სესხების გაცემა;
** აქტიური მარკეტინგული საქმიანობა, კლიენტთა მოძიება;
** საკრედიტო პორტფელის ხარისხიანი, ოპერატიული და ეფექტური მართვა;
** კლიენტთა სრული მომსახურება ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად;
** კლიენტის განაცხადების შესწავლა, დამუშავება, დეტალური გამოკვლევა და ანალიზი;
** დაგვიანებულ და პრობლემურ სესხებთან მუშაობა;
** დეტალური ანგარიშგება გაწეული საქმიანობის შესახებ.

"კრისტალი" ეძებს მათ, ვინც არის:

** მიზანდასახული და ენერგიული
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარის მქონე
** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარის მქონე

და ვისაც აქვს:

** უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა)
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე (სასურველია)

ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელს და კანდიდატს, მიუხედავად მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად .

დაინტერესებულ პირებს 2018 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა: https://goo.gl/forms/hKFsqeE6rOJomkNE3

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე