გადაწვის საწინააღმდეგო ტრენინგი უფლებადამცველებისთვის
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გადაწვის საწინააღმდეგო ტრენინგი უფლებადამცველებისთვის
მომწოდებელი: თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 3 დეკ
ჩვენს შესახებ:

"IREX ევროპა", საფრანგეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია, და "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი" ახორციელებენ პროექტს, რომლის მიზანია ახალგაზრდა ქალი უფლებადამცველების მხარდაჭერა და გაძლიერება. აღნიშნული 26-თვიანი პროექტი ევრაზიის 5 ქვეყანაში ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ზემოთხსენებული პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია გადაწვის საწინააღმდეგო ტრენინგი უფლებადამცველებისთვის, ან უფლებადამცველებისთვის, რომლებიც ქალების/გოგონების უფლებებს იცავენ.

ტრენინგის შესახებ:

გადაწვის საწინააღმდეგო ტრენინგი საქართველოში ჩატარდება უფლებადამცველებისთვის, რომლებიც იცავენ ქალებისა და გოგონების უფლებებს და მათი საქმიანობიდან გამომდინარე განიცდიან ზეწოლასა (მათ შორის ფსიქოლოგიურს) და სტრესს. ტრენინგის მიზანია უფლებადამცველების განტვირთვა, მათი მხარდაჭერა, რათა მოახერხონ ენერგიის განახლება, გაძლიერება და საქმიანობის გაგრძელება.

ვის შეუძლია განაცხადის შემოტანა:

** უფლებადამცველ ქალებს ან/და უფლებადამცველებსა და აქტივისტებს, რომლებიც იცავენ ქალების და გოგონების უფლებებს;
** სჭირდებათ გადაწვის საწინააღმდეგო ტრენინგი მათი უფლებადაცვითი საქმიანობიდან გამომდინარე;
** არიან საქართველოს მოქალაქეები და ამჟამად ცხოვრობენ საქართველოში.

წარსადგენი დოკუმენტები:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადი ქართულად არაუგვიანეს 3 დეკემბრის 18:00 საათისა (საქართველოს დრო). განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, მიყევით შემდეგ ბმულს: https://goo.gl/forms/TrDXgliAjvYsdMYj2

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ განაცხადების გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან.

ზოგადი ინფორმაცია:

ტრენინგი ჩატარდება 2018 წლის 12-14 დეკემბრის პერიოდში (2 დღე), საქართველოში. ტრენინგის, ასევე ადგილამდე ტრანსპორტირებისა და იქ განთავსების ხარჯები დაფარული იქნება პროექტის ფარგლებში.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის შესახებ:

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (თბილისის სახლი) წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც ადამიანის უფლებათა სფეროში აქტიურ ხუთ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციას აერთიანებს. თბილისის სახლის წევრები არიან: ადამიანის უფლებათა ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, საფარი და მედიის ინსტიტუტი. ადამიანის უფლებათა სახლის კონცეფციის შესაბამისად, თანამშრომლობის გაძლიერებისა და ადამიანის უფლებათა ეფექტური დაცვისთვის, ყველა წევრი ორგანიზაცია ერთიან სივრცეში მუშაობს შემდეგი მიმართულებებით: იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარება, კანონმდებლობის დახვეწა, ადვოკატირება, ადამიანის უფლებების შესახებ სწავლება და უფლებადამცველებისა და აქტივისტების დაცვა.

თბილისის სახლი 2010 წელს დარეგისტრირდა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის ხელშეწყობით. ადამიანის უფლებათა სახლების ქსელი აერთიანებს ადამიანის უფლებათა დამცველებს, რომლებიც სხვადასხვა დამოუკიდებელი ორგანიზაციებისთვის საქმიანობენ 16 ადამიანის უფლებათა სახლში, 12 ქვეყანაში.

თბილისის სახლის ვებ-გვერდი: http://humanrightshouse.org/Members/Georgia/index.html | http://www.hrht.ge
ფეისბუქის გვერდი: https://www.facebook.com/humanrightshousetbilisi/?ref=bookmarks
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე