საყოველთაო დაზღვევის აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საყოველთაო დაზღვევის აგენტი
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 21 ნოე
"სამედიცინო კორპორაცია ევექსი"  აცხადებს  "ევექსის" საყოველთაო დაზღვევის აგენტის  ვაკანსიას  თბილისში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი. 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: პოზიცია გულისხმობს მოქნილ სამუშაო გრაფიკს.
   
ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციურ მომხმარებლებთან ბინაზე ვიზიტი და ამბულატორიული ქსელის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლის დაინტერესება ამბულატორიული ქსელის მომსახურებით და უპირატესობების წარმოჩენა;
** მომხმარებლის დაინტერესების შემთხვევაში, შესაბამისი სარეგისტრაციო პროცედურების შესრულება;
** სამუშაო მონაცემების აღრიცხვა და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
   
საკვალიფიკაციო მოთხოვნა: სასურველია უმაღლესი განათლება ან ნებისმიერი კურსის სტუდენტი.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** გამართულად კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის წარდგენის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა.

აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმებულ თანამშრომლებს კომპანია დამატებით შესთავაზებს:

** კომპანია უზრუნველყოფს შესაბამის ტრენინგს თანამშრომლებისათვის
** თანამშრომლები უზრუნველყოფილი იქნებიან კორპორაციული მობილური სასაუბრო დროით
** წარმატებულ თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ დაწინაურდნენ კოორდინატორის პოზიციაზე. 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა  21 ნოემბერი, 2018 წელი.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ge/career/mimdinare-vakansiebi/eveqsis-sayoveltao-dazgvevis-agenti-tbilisi3.page

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი"   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე