პრობლემური სესხების ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრობლემური სესხების ექსპერტი
მომწოდებელი: პრობლემური სესხების მართვის სააგენტო
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 7 დეკ
"პრობლემური აქტივების მართვის სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების ექსპერტის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის დამუშავება;
** დებიტორებთან (მსესხებლებთან) ურთიერთობა;
** კრედიტების კონტროლი;
** მსესხებლებთან სატელეფონო რეჟიმში ურთიერთობა;
** საჭიროების შემთხვევაში მსესხებლის საცხოვრებელ ადგილზე გასვლა;
** ხელმძღვანელობისთვის ყოველდღიური ანგარიშის წარდგენა.

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გამართული მეტყველების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** მიზანდასახულობა;
** პირველობისკენ სწრაფვა;
** კომუნიკაბელურობა;
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია, თუმცა არა სავალდებულო).
** სასურველია უმაღლესი განათლება (იურიდიული ან ეკონომიკური);
** ძალოვან სტრუქტურაში ნამუშევარი კანდიდატის რეზიუმეს მიენიჭება პრიორიტეტი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათ-პარასკევს 10:00-18:00, შაბათს 10:00-14:00.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ ანაზღაურებას ფიქსირებული ხელფასით და მაღალი ბონუსური სისტემით, ულიმიტოდ ჩართულ მობილური ტელეფონის ნომერს, ანაზღაურებასთან ერთად სახელფასო დანამატებს სხვადასხვა კატეგორიებში, დაწინაურების პერსპექტივას, წამახალისებელ პროგრამებს, სისტემატიურ ტრენინგებს და კვალიფიკაციის ამაღლებას, კომფორტულ, მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: natiamikava@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ტელ: 577230070
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე