ინგლისური ენის პედაგოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ინგლისური ენის პედაგოგი
მომწოდებელი: ბიზნეს აკადემია
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 6 დეკ
ვაცხადებთ ვაკანსიას ინგლისური ენის პედაგოგის პოზიციაზე.

ასევე, დამატებით ვაცხადებთ ვაკანსიას შაბათის და კვირის სკოლაში. სამუშაოდ ვიწვევთ გამოცდილ პედაგოგებს, რომლებიც საუკეთესოდ წარმოაჩენენ სწავლებისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს და აქვთ სკოლის მოსწავლეებისა და ზრდასრული ასაკის მსურველებისთვის ინგლისური ენის სწავლების გამოცდილება.

"ბიზნეს აკადემია" ერთ-ერთი წარმატებული სასწავლო ცენტრია. მას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თითოეული მოსწავლის განათლებისა და წარმატების საქმეში.

მოთხოვნები:

განათლება:

** ინგლისური ენის ფილოლოგი ბაკალავრის ხარისხით.
** სასურველია მაგისტრის ხარისხი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** TKT სერტიფიკატი
** სასურველია PRE-CELTA-ს სერტიფიკატი
** სასურველია მასწავლებლის სერტიფიკატი.

სამუშაო გამოცდილება:

** აუცილებელია მინ. 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** აუცილებელია Upper-Intermediate (B 2) და advanced (C 1) დონის ჯგუფებში სამუშაო გამოცდილება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაკისრებული პასუხისმგებლობის პირნათლად შესრულება.
** ეფექტურად და ხარისხიანად საგაკვეთილო პროცესის წარმართვა.
** ჯგუფის შედეგების წარდგენა ადმინისტრაციასთან.
** შუალედური ტესტირება
** სემესტრული ტესტირება
** გამოცდის დანიშვნა დაგეგმვა.

თვისებები:

** კომუნიკაბელური
** პუნქტუალური
** მოტივირებული
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
** გუნდთან მუშაობის უნარი
** მიზანდასახული
** პოზიტიური.

შერჩევის ეტაპები:

I ეტაპი - რეზიუმეს გადმოგზავნა
II ეტაპი - მენეჯერთან გასაუბრება
III ეტაპი - ინგლისურ ენაზე გასაუბრება.

ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
თანამშრომლობისთვის გამოსაცდელი პერიოდი: 2 კვირა.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 15:30 სთ-დან 20 სთ-მდე; შაბათის და კვირის სკოლა: 11 სთ-დან 15 სთ-მდე.
ვაკანსიის კოდი: ბიზნეს აკადემია (ორშაბათი-პარასკევი) - 061118; ბიზნეს აკადემიის შაბათის და კვირის სკოლა - 071118.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით. განიხილება 35 წლამდე ასაკის პედაგოგების რეზიუმეები.

ელ.ფოსტა: careerhrba@gmail.com (დასახელებაში მიუთითეთ: "ინგლისური ენის პედაგოგი" და სასურველი ვაკანსიის კოდი). ასევე, მოკლედ მოგვწერეთ, თუ რატომ გსურთ "ბიზნეს აკადემიაში" მუშაობის დაწყება.

facebook: https://www.facebook.com/biznesakademia/
ვებ-გვერდი: www.baac.ge

"ბიზნეს აკადემია"
მისამართი: კ. მარჯანიშვილის ქ. 21, მე-4 სართული
ტელ: 598 778582
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე